ეროვნული ლიგა. VIII ტური: ბათუმის "დინამომ" "სამტრედიას" მოუგო და მესამე ადგილზე გადავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მერვე ტურში ბათუმის "დინამომ" საკუთარ მოედანზე "სამტრედიას" 2:0 სძლია.

მასპინძლები პირველ ტაიმში გამუდმებით უტევდნენ, სტუმრები კი შეტევებში ხელის შეშლას ცდილობდნენ. 37-ე წუთზე ბათუმელმა გონსალვესმა ულამაზესი, შორეული დარტყმით ანგარიში გახსნა. შემდეგ გონსალვესის მიერ საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს ნიქაბაძემ თქვენი მოწონებული მიუჩინა კულუას კარის ბადეში ადგილი, მაგრამ მსაჯმა ავაზაშვილმა მის მიერ ხელით თამაში დააფიქსირა და ყვითელი ბარათი უჩვენა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი შეიცვალა, "სამტრედია" გააქტიურდა, მატჩმა ნერვული ხასიათი მიიღო, არბიტრმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს ჯამში 10 ყვითელი ბარათი უჩვენა. კომპენსირებულ
დროში კი გაფრინდაშვილმაც დალაშქრა კულუას კარი და ზღვისპირულმა გუნდმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ბათუმის "დინამო" 14 ქულით მესამე ადგილზეა, "სამტრედია" კი 8 ქულით მერვეზე.

9 აგვისტოს ბათუმის "დინამო" საჩხერეში "ჩიხურას" შეხვდება, ხოლო 11 აგვისტოს "სამტრედია" "საბურთალოს" უმასპინძლებს.

ბათუმი. "ანგისა"
დინამო (ბთ) - სამტრედია 2:0
გოლები: 1:0 გონსალვესი (37), 2:0 გაფრინდაშვილი (90+3)

დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე, ობაობონა, ტეიდი, ჯიღაური, გონსალვესი (თევდორაძე 90+1), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ფლამარიონი (რეინალდო 84), ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი 67)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

სამტრედია (4-4-1-1): კულუა, რუხაია, კილასონია (კ), თოთაძე, ჯგერენაია, კვირკვია, ქოჩლაძე, ყურბანოვი (ინკუმი 10), მესიაჩენკო (ახალაძე 74), დისი, იმნაძე

მწვრთნელი: კაჭარავა
მკითხველის კომენტარები / 2 /
სად წავიდა კომენტარი
ნოდარი
00:46 03-08-2020
0
ბათუმის დინამო კარგი ტექნიკური გუნდია მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში რაღაც აკლია. იმედია გამოასწორებს და წელს მაინც ჩემპიონი გახდება
ნოდარი
00:24 03-08-2020
1

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
11
6
4
1
14
22
11
5
5
1
10
20
11
2
8
1
3
14
11
3
3
5
-7
12
11
0
5
6
-12
5
11
1
2
8
-18
5