ეროვნული ლიგა: IX ტური: "ტორპედო" "თელავთან" იგებდა და წაგებას გადაურჩა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ტორპედოსა" და "თელავის" მატჩი 1:1 დასრულდა.

ქუთაისში მაყურებელმა ლამაზი თამაში იხილა. პირველი ტაიმის დასასრულს მასპინძელთა სწრაფი კონტრიერიში ბობკომ დააგვირგვინა, შესვენების შემდეგ კი საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთს რუხაძემ შოვნაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი და ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში სტუმრები უფრო ხშირად და სახიფათოდ უტევდნენ, ორჯერ ბურთი ხარიხასაც გაარტყეს და საბოლოოდ - ფრე.

"თელავი" 12 ქულით მეხუთე ადგილზეა, "ტორპედო" კი - 9 ქულით მეშვიდეზე.

12 აგვისტოს "თელავი" თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, 19 აგვისტოს კი "ტორპედო" გორში "დილას" შეხვდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - თელავი 1:1
გოლები: 1:0 ბობკო (43), 1:1 რუხაძე (52)

ტორპედო (4-4-2): შოვნაძე, კასრაძე, ნადარაია, ქაფიანიძე (ადამაძე 74), გრიგალაშვილი, ბობკო, ჯანელიძე (კ), მამასახლისი (მარკოვიჩი 68), ციცქიშვილი, პონომარი (ივანიშვილი 60), ფანცულაია

მწვრთნელი: ხაჩიძე

თელავი (3-4-3): სანიკიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (ნ. ბაშელეიშვილი 46), ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მოისწრაფიშვილი (სამუშია 79), მოსიაშვილი, რუხაძე, კვასოვი (კოხრეიძე 58)

მწვრთნელი: გოცირიძე
მკითხველის კომენტარები / 11 /
გუშინ სტადიონზე ვიყავი, კარგი თამაში და მშვენიერი გარემო იყო. თელავს მადლობა და წარმატებები, ყოჩაღ გოცირიძეს! რაც შეეხება ტორპედოს, მსგავსი უპატრონო კლუბი სადმე, რომელიმე ქვეყნის უმაღლესში თამაშობდეს არ მეგულება! არა პრეზიდენტი,არა მფლობელი, არა სპონსორი, ოფიციალურად კლუბი ისევ ჩაჩავასია! გავიგეთ რო ჩაჩავა ფარცხალაძის ახლობელია და ვერ ეხება ვერავინ, მერია ამ დროს რაღაც საბუთებზე ლაპარაკობს! მანინიმ ხელფასები გაანახევრა, კლუბის გადაფორმებას ითხოვს თორე სულ წავალო! გუნდს არ ყავს ფიზ.მომზადების მწვრთნელი, უხელფასო პერსონალი, არა ტაბლო, ბალახი უკვე ფუჭდება, არა ეკიპირება! მაისურს ვერ გაცვლის მეტი არ აქვს! ბურთები შეზღუდული!
ქუთაისელები და კლუბი არაფერს თხოვს ფედერაციას და მერიას გარდა ერთისა - გადაეცეს როგორმე კლუბი იტალიელს! თუ არ გადაეცა მანინი ისე ვალს არ ფარავს, და თუ დავალიანება არ დაიფარა მაშინ დაქვეითდება ან სულაც გამოცხადდება გაკოტრებულად და შეწყვეტს არსებობას!
ბასკი
15:11 07-08-2020
1
უნდა მეყურებინა, მაგრამ მინაშას კომენტატორობით ვერ ვუყურებ!
odala
14:02 07-08-2020
0

სიახლეები პოპულარული