7 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში თბილისის "დინამომ" "მერანს" 2:1 მოუგო.
ანგარიში "დინამომ" პირველი ტაიმის დასასრულს გახსნა, როდესაც საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთისას არეულობით კობოურმა ისარგებლა, თუმცა იქამდე მსაჯს კვასხვაძის კარში შეეძლო პენალტი დაენიშნა - საჯარიმოშო შეჭრილ გაფრინდაშვილს ბენიო გადაეღობა, მაგრამ ბურთი ხელზე მოხვდა.
მეორე ტაიმში "დინამომ" ისევ სტანდარტულის შედეგად დალაშქრა თევდორაძის კარი. ამჯერად თავი ბენიომ გამოიჩინა. კომპენსირებულ დროში კი მასპინძლებმა თერთმეტმეტრიანით ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს.
"დინამო" 18 ქულით გალიდერდა და 12 აგვისტოს სტუმრად "თელავს" დაუპირისპირდება. თუმცა, ლიდერობის დაბრუნება "დილას" შეუძლია, რომელიც 10 აგვისტოს "ლოკომოტივს" უმასპინძლებს.
"მერანი" კი 4 ქულით აუტსაიდერია და 16 აგვისტოს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
მერანი (თბ) - დინამო (თბ) 1:2
გოლები: 0:1 კობოური (45+3), 0:2 ბენიო (70), 1:2 გეწაძე (90+1, პენ)
მერანი (თბ) (3-4-3): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ნუსუევი (ხაბულიანი 75), ფოფხაძე (კ), ვასაძე, კახელიშვილი, გეწაძე, კაკაშვილი, დათუნაიშვილი, სარდალიშვილი (გაბისკირია 81), გოგოლაშვილი (შენგელიძე 75)
მწვრთნელი: დარასელია
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, კუხიანიძე, პაპავა (კ) (ნინუა 79), კუცია, ქავთარაძე, პერნამბუკო (ბუღრიძე 70), კაპანაძე (გაბედავა 61)
მწვრთნელი: ჩხეტიანი