9 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში ბათუმის "დინამომ" "ჩიხურას" 4:0 მოუგო.
ზღვისპირელებმა პირველივე ტაიმში მოუთავეს მეტოქეს საქმე, შესვენების შემდეგ კი ძალები დაზოგეს.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ასეთ სიცხეში (ტემპერატურა პლუს 34 გრადუსი იყო) მატჩის დანიშვნა არ შეიძლება, ეს ფეხბურთელებს თამაშში ხელს უშლის და სხვა რომ არაფერი, მათ ჯანმრთელობასაც ვნებს.
ბათუმის "დინამოს" 17 ქულით მეორე ადგილზეა და 16 აგვისტოს თბილისში "მერანს" შეხვდება.
"ჩიხურა" კი 5 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე დარჩა და 18 აგვისტოს "საბურთალოს" დაუპირისპირდება.
თბილისი. "მიხეილ მესხი"
ჩიხურა - დინამო (ბთ) 0:4
გოლები: 0:1 ნიქაბაძე (3), 0:2 კობახიძე (28), 0:3 ჯიღაური (42), 0:4 ჯიღაური (79)
ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კაშია (კ), ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, გვაზავა (ტეფნაძე 70), წიქარიძე (დეკანოიძე 46), კიკაბიძე, ღავთაძე, ბუხაიძე
მწვრთნელი: თურმანიძე
დინამო (ბთ) (4-2-3-1): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე, ობოაბონა, ტეიდი, ჯიღაური, გონსალვესი (გაფრინდაშვილი 26), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, ფლამარიონი (რეინალდო 52), ნიქაბაძე
მწვრთნელი: გეგუჩაძე