საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" 1-ლი წრის სიმბოლური გუნდის შემადგენლობა და საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დასახელდა.
საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის 1-ლი წრის საუკეთესო ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი ჯამბულ ჯიღაური გახდა.
რაც შეეხება პირველი წრის სიმბოლურ გუნდს, მასში აღნიშნული 11 ფეხბურთელი მოხვდა:
მეკარე: როინ კვასხვაძე (თბილისის "დინამო")
მცველები: ბალგუ იენდუენტი ("დილა"), მამუკა კობახიძე (ბათუმის "დინამო"), გრიგოლ ჩაბრაძე ("თელავი"), დავით კობოური (თბილისის "დინამო")
ნახევარმცველები: ამოს ნონდი ("დილა"), გიორგი კუცია (თბილისის "დინამო"), ელვინ ტერა ("საბურთალო")
გარემარბები: ჯამბულ ჯიღაური (ბათუმის "დინამო"), ირაკლი რუხაძე ("თელავი")
იენდეუნტის ნორმალური თამაში არ მინახავს, არა და აშკარად დასაფასებელია ანტონ თოლორდავა რომელიც თელავშია. ჩემი არავინ არ არის მაგრამ , ამ იენდეუნტს აშკარად სჯობდა.