ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნულმა ლიგამ 1-ლი წრის სიმბოლური და საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" 1-ლი წრის სიმბოლური გუნდის შემადგენლობა და საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა დასახელდა.

საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატის 1-ლი წრის საუკეთესო ფეხბურთელი ბათუმის "დინამოს" შემტევი ნახევარმცველი ჯამბულ ჯიღაური გახდა.

რაც შეეხება პირველი წრის სიმბოლურ გუნდს, მასში აღნიშნული 11 ფეხბურთელი მოხვდა:

მეკარე: როინ კვასხვაძე (თბილისის "დინამო")

მცველები: ბალგუ იენდუენტი ("დილა"), მამუკა კობახიძე (ბათუმის "დინამო"), გრიგოლ ჩაბრაძე ("თელავი"), დავით კობოური (თბილისის "დინამო")

ნახევარმცველები: ამოს ნონდი ("დილა"), გიორგი კუცია (თბილისის "დინამო"), ელვინ ტერა ("საბურთალო")

გარემარბები: ჯამბულ ჯიღაური (ბათუმის "დინამო"), ირაკლი რუხაძე ("თელავი")

ცენტრფორვარდი:
მიკოლა კოვტალიუკი ("დილა")