ეროვნული ლიგა. X ტური: "ტირანამდე" თბილისის "დინამომ" "თელავს" ვერ მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში "თელავისა" და თბილისის "დინამოს" მატჩი 0:0 დასრულდა.

ჩემპიონმა თბილისის "დინამომ" დებიუტანტი "თელავი" ვერ დაჯაბნა და შეხვედრა ფრედ დასრულდა. ჩხეტიანის შეგირდების თამაში აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს, არადა, ჩემპიონთა ლიგაზე "ტირანასთან" შეხვედრა კარსაა მომდგარი.

თბილისის "დინამო" 19 ქულით ჯერჯერობით ლიდერია და 12 სექტემბერს ბათუმში "დინამოს" შეხვდება.

"თელავი" კი 13 ქულით მეხუთე პოზიციაზეა და 13 სექტემბერს გორში "დილას" დაუპირისპირდება.

თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - დინამო (თბ) 0:0

თელავი (3-4-3): სანიკიძე, ბერიაშვილი, თოლორდავა (კ), ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ჩაბრაძე, მ. ბაშელეიშვილი,
რუხაძე (სამუშია 70), ნ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, კოხრეიძე

მწვრთნელი: გოცირიძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, ქარდავა, შულაია, პაპავა (კ), კუცია (კუხიანიძე 61), გაბედავა (პერნამბუკო 86), ქავთარაძე (ბუღრიძე 72)

მწვრთნელი: ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეს არის თფიკისის დინამო ესარის როომან ფიფას სახე ჩხეტიანი რო მოყავს წვთნელად ერთი კაი ფეხბურთელები არ უყიდა წადი რომანი მოშორდი თფილისის დინამოს გული მერვა რააა
Qomagi
17:15 17-08-2020
0
ანუ თელავს გუნდად არ თვლი და დინამო ხუთი გოლით უნდა იგებდეს? ჯერ სტატიის ავტორს როგორ გულზე ეხატება დინამო ჯერჯერობით პირველზეაო. ყველაზე კარგად რომ ითამაშა პირველი წრე იმიტომ არის პირველზე.
გურამი
12:35 13-08-2020
3

სიახლეები პოპულარული