"საბურთალომ" კამერუნის ნაკრების ფორვარდი დაიმატა!

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი, 30 წლის ოლივიე ბუმალი დედაქალაქურ "საბურთალოში" ითამაშებს. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო. ამპლუით შემტევი ნახევარმცველი ბოლოს ბერძნულ "პანიონისში" თამაშობდა. კამერუნელს კარიერის დიდი ნაწილი სწორედ საბერძნეთში აქვს გატარებული.

2015-16, 2016-17 წლების სეზონში ბერძნული გრანდის, "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია "ირაკლისში" (2013-14), "ლევადიაკოსში" (2012-13), რუმინულ "ასტრაში" (2012-13), ჩინეთსა (2017) და იაპონიაში (2018). ბუმალს 176 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარის აღება კი 29-ჯერ შეძლო.

აფრიკელი ფეხბურთელი ბოლოს კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში 2019
წელს მოხვდა, როდესაც მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ნიგერიას დაუპირისპირდა.

გერმანული საიტი "ტრანსფერმარკტი" ამჟამად ფეხბურთელს 475 000 ევროდ აფასებს, ბუმალის მაქსიმალური სატრანსფერო ღირებულება კი 1 მილიონი ევრო იყო.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
და დარწმუნებული ხარ რო ასეთი ლეგინერებით მოუგებ არარატებს? ვაი შენს პატრონს...
ლ.გიო
17 აგვისტო 2020 22:41
5
თქვენ რა ხალხი ხართ ვერ გაიგებს კაცი...ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები გაიძახით და მერე რატო ვაგებთ არარატებთანო...იმიტო რო იმათ 9 ლეგიონერი ყავთ და თქვენ გინდათ 18 წლის ბავშვებით მოუგოთ ასეთ გუნდებს.არა ბატონო სწორი სელექციაა ზუსტადაც გამოცდილი ლეგიონერების დამატება შესაბამისი კლასით შეიგნეთ ეს.
guriidan
17 აგვისტო 2020 22:06
1
ამ ტიპმა რომ გაამართლოს დაა საკაიფოდ ითამაშოს..ეს კომენტარები არ გაგიტყდებათ?ებიჭო დააცადეთ ტოო.ნეტა რომელი ქართველი თამაშობს.ერთი ორის გარდა მაგ გუნდში მაღალ დონეზე..რაა.
Gio
17 აგვისტო 2020 21:46
1
საერთოდ არ გაუტყდებათ,მაგათ ნოდარ დუმბაძე არც წაუკითხავთ და არც მისთვის მოუსმენიათ. შუბლის ძარღვის თემაზე :-)
:-)
17 აგვისტო 2020 22:45
1
https://youtu.be/_fTJ3suYmZ8
ესაა ამ ფეხბურთელის მომენტები.
ამ ვიდეოთი თუ ვიმსჯელებთ ვერ ვიტყვი რო არ გამოადგება გუნდს. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია რომ კარიერის დასასრულისკენ მიმავალ საშუალო დონის ლეგიონერს ჯობია ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდებს მიცენ შანსი
Superman
17 აგვისტო 2020 20:05
6
აი რას ერჩით ტიპს მშვენიერი სივი აქვს . გამოადგენა საბურთალოს ჩემი აზრით
ლაშა
17 აგვისტო 2020 17:01
4
ლოკომოტივმაც რომ დაიმატოს 2-3ლეგიონერი ეგებ რამე შანსი გაუგჩნდეთ რაღაცის. მარტო ქართული კონტინგეტით არ გამოვა არაფერი რით ვერ ისწავლეს. ის მოროკოელი კაი ყავთ
Haaland
17 აგვისტო 2020 16:27
0
დავიჯერო ამაზე უკეთესი ლეგიონერების ჩამოყვანის საშუალება არ აქვთ ქართულ კლუბებს?? თუ დინამომ ერთხელ შეძლო და ჩამოყვანა ჩისკო რომელიც გახდა იმ დინამოს ლიდერი და წამყვანი ფეხბურთელი 30 წლის ასაკში რატო ვეღარ ხერხდება ასეთი ფეხბურთელის ჩამოყვანა ? ჩისკოს ნათამაშები ქონდა ლალიგის დონეზე და ესპანეთის ასაკობრივი ნაკრებების დონეზე იმიტომაც გამოადგა დინამოს და აი ამან რა უნდა გაკეთოს საბურთალოში საბერძნეთის ჩემპიონატი და რუმინეთი არ არის ის დონეე საიდან ჩამოსული ფეხბურთელიც გამოგადგება ევროსარბიელზეე ერთი ორი ლეგიონერი რომელსაც მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები რომ იპოვონ ასეთი შეუძლებელია დავიჯერო წარმატება თუ გვინდა ფულიც უნდა დაიჯარჯოს ისე არ მოვა არაფერი.
ზურა
17 აგვისტო 2020 16:23
10
მოიყვანენ ასეთ მესეხარისხოვან ფეხბურთელებს,გადაუხდიან ასობით ათას ლარს და სარგებელი არი-0!!!ამასწინათ წავიკითხე ქუთაისის ტორპედოს 150.000 ლარი ვალი აქვს რიჩარდ ლუკასიო თუ ვიღაც დანივრულის.რა სარგებელი ნახა ტარპედომ,ან ქართულმა ფეხბურთმა ამ ვიღაც ლუკას თამაშით? მერე იძახიან ტორპედი ფიფიამ დაშალაო და ფეხბურთის ფედერაციამო.ჯერ ერთი ფიფიამ კი არ დაშალა,არამედ არაფრით გამორჩეული ფეხბურთელები და მწვრთნელი დაასაქმა და უხდის ფულს ჩორტ ეგო ზნაეტ რაში.მეორე კიდევ ის რომ ტორპედო დაშალა ასეთი ფეხბურთელების მოყვანამ.ვის რაში ჭირდება ამ „ვადა გასული“ ფეხბურთელების ჩამოყვანა,რა სარგებელი ამათიდან? ამიხსენით ვინმემ.წაიღებენ ქვეყანა ფულს და ჰერიი...ამას არ სჯობია 16-17 წლის ბიჭები ვათამაშოთ ვისაც თამაში სწყურიათ და ჯანიც ერჩით ვიდრე ასეთ ფეხბურთელებში რომლებისგანაც სარგებელი იქნება 0!ანდა ბავშვთა ფეხბურთში დაიხარჯოს ეს ფული და უფასო იყოს ნაკლებად შეძლებული ბავშვებისთვის ფეხბურთზე ვარჯიში? ფულის გადაყრაში ჩემპიონები არიან ფოთში და სამტრედიაში. ვინმემ იციის რამდენი ლეგიონერი ყავდათ ამ ბოლო პერიოდში ამ ორ გუნდში და რამდენი ფული გაატანეს ქარს? გასაგებია რომ ასეთი ფეხბურთელების ტრანსფერებით გვარიან ფულს აკეთებენ გუნდის ხელმძღვანელები თორე ეს „ვადა გასული წამლები“ ვის რაში სჭირდება???????
ლ.გიო
17 აგვისტო 2020 16:11
5
ის ლუკა 27 მილიონი ღირს, ძალიან მაგარიაო გააპიარა ფული რომ შეჭამა იმ სასტავმა და ახლა კანადის ჩემპში თამაშობს , ლამის სამოყვარულო ლიგაა)))
პ.ს. გორის ერიკს სანტოსიც იქაა.
მიხაელ
17 აგვისტო 2020 19:57
0
ამას როჟე მილა არ ჯობდა ? ეხლაც მშვენიერ ფორმაშია თურმე ))
korben dallas
17 აგვისტო 2020 15:07
8

სიახლეები პოპულარული