"საბურთალომ" კამერუნის ნაკრების ფორვარდი დაიმატა!

AutoSharing Option
ფოტო: fcsaburtalo.ge

კამერუნის ნაკრების ფეხბურთელი, 30 წლის ოლივიე ბუმალი დედაქალაქურ "საბურთალოში" ითამაშებს. ჩვენი კლუბის ახალწვეულმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და პირველი ვარჯიშის ჩატარებაც მოასწრო. ამპლუით შემტევი ნახევარმცველი ბოლოს ბერძნულ "პანიონისში" თამაშობდა. კამერუნელს კარიერის დიდი ნაწილი სწორედ საბერძნეთში აქვს გატარებული.

2015-16, 2016-17 წლების სეზონში ბერძნული გრანდის, "პანათინაიკოსის" ღირსებას იცავდა. ასევე უთამაშია "ირაკლისში" (2013-14), "ლევადიაკოსში" (2012-13), რუმინულ "ასტრაში" (2012-13), ჩინეთსა (2017) და იაპონიაში (2018). ბუმალს 176 მატჩი აქვს ჩატარებული და მეტოქეთა კარის აღება კი 29-ჯერ შეძლო.

აფრიკელი ფეხბურთელი ბოლოს კამერუნის ნაკრების შემადგენლობაში 2019
წელს მოხვდა, როდესაც მისი ქვეყნის ეროვნული გუნდი ნიგერიას დაუპირისპირდა.

გერმანული საიტი "ტრანსფერმარკტი" ამჟამად ფეხბურთელს 475 000 ევროდ აფასებს, ბუმალის მაქსიმალური სატრანსფერო ღირებულება კი 1 მილიონი ევრო იყო.

მომზადებულია fcsaburtalo.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 11 /
ამას როჟე მილა არ ჯობდა ? ეხლაც მშვენიერ ფორმაშია თურმე ))
korben dallas
15:07 17-08-2020
8
აი რას ერჩით ტიპს მშვენიერი სივი აქვს . გამოადგენა საბურთალოს ჩემი აზრით
ლაშა
17:01 17-08-2020
4

სიახლეები პოპულარული