"საბურთალომ" "ჩიხურა" დაინდო და ანგარიში არ დაუმრგვალა - 8:2 [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 აგვისტოს, ეროვნული ლიგის მეათე ტურში "საბურთალომ" "ჩიხურა" 8:2 გაანადგურა.

მატჩის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ ანგარიში 1:8 იყო. ამის შემდეგ "საბურთალომ" მეტი გოლის გატანაზე აღარ იზრუნა და შეხვედრის დასასრულს საჩხერელებმა მეორე გოლი გაიტანეს.

"საბურთალო" 19 ქულით მესამე ადგილზეა და 12 სექტემბერს "მერანს" შეხვდება, ხოლო 5 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზე მყოფი "ჩიხურა" იმავე დღეს "ლოკომოტივს" დაუპირისპირდება.

თბილისი."მიხეილ მესხი"
ჩიხურა - საბურთალო 2:8
გოლები: 0:1 ცნობილაძე (3), 0:2 ტერა (10), 1:2 დეკანოიძე (15), 1:3 ქავთარაძე (17), 1:4 ლუმუ (27), 1:5
ქავთარაძე (34), 1:6 ქავთარაძე (39), 1:7 ტეფნაძე (52, საკ. კარში), 1:8 მარგველაშვილი (60) ,2:8 ჩიკვაიძე (89)

ჩიხურა (4-2-3-1): ბეგაშვილი (კაპანაძე 21), მაჩაიძე, კამლაძე, კორიფაძე (ტეფნაძე 46), ჯაფიაშვილი, ჯავაშვილი, ჩიკვაიძე (კ), კიკაბიძე, ფოცხვერია (შარვაძე 69), დეკანოიძე, მუჯირი

მწვრთნელი: თურმანიძე

საბურთალო (5-2-1-2): კუპატაძე, მალი (გულიაშვილი 62), მარგველაშვილი (კ), გრიგალაშვილი, კაკუბავა, ცნობილაძე, (ბელიაევი 9), ტერა, ალთუნაშვილი (ბუმალი 57), ლუმუ, ტაბატაძე, ქავთარაძე

მწვრთნელი: შალამბერიძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეს ხომ გაკეთებული თამაში იყო ვაი თქვენს პატრონს განუკითხვაა ქართულ ფეხბურთში
ჩიხუ ფან
10:07 21-08-2020
0
ბელუხა რო გეყოლება მწვრთვნელად რისი იმედი უნდა გქონდეს ? მწვრთვნელის პროვოკაციაა ეგ
mekare toto
23:45 20-08-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული