კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე "ტირანასთან" 0:2 დამარცხების შემდეგ მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა თბილისის "დინამო" დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

"კახა ჩხეტიანმა დედაქალაქური გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან დაკავშირებით კახამ ჩვენი კლუბის ვებგვერდზე გააკეთა კომენტარი.

კახა ჩხეტიანი: "გუშინ დასრულებულ მატჩს სოციალურ ქსელში "დინამოს" ფეხბურთელების, მწვრთნელების და ხელმძღვანელობის ბულინგი მოჰყვა. ყველაფერზე პასუხისმგებელი მე ვარ და რომ არ გაილანძღოს ის ხალხი, ვინც მე ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობა მანდო და ასევე, ფეხბურთელები, რომელთა იმედიც მქონდა და მომავალშიც მექნება - ვიღებ
გადაწყვეტილებას, რომ დავტოვო კლუბი.

მადლობა ხელმძღვანელობას, კლუბის თითოეულ თანამშრომელს, ჩემს სტაფს, ფეხბურთელებს, რომლებიც ჩვენთან ერთად თავდაუზოგავად შრომობდნენ; მადლობა ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც "დინამოს" ყველა შეხვედრისას გვერდით უდგას. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო".

კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

მკითხველის კომენტარები / 67 /
სწორი გადაწყვეტილებაა. საკმაო დრო გქონდა ბატონო კახა იმისათვის რომ დინამოს ფეხბურთი ეთამაშა, თუმცა ვერ შეძელი. გუნდის თამაში ოველდღიურად უარესდებოდა. თამამი და აუციელებელი ნაბიჯი გადადგი
123
21 აგვისტო 2020 00:55
3
დინამოს არცერთი ფეხბურთელი არ იმსახურებს დინამოს მაისურის მორგებას. ეს მათთვის პატივი უნდა იყოს მაგრამ გააბანძეს სამწუხაროდ რომ მოიბდომონ ჩემ მეზობელ სვარჩიკსაც ჩააცმევენ ალბათ
კობა
21 აგვისტო 2020 10:36
5
ბევრი იშოვე,შეირგე გთხოვ აღარ გაეკარო უმუშევრობის პირობებში ტორპედოს,ხომ დაღუპეთ შენ და ჩაჩავამ აღარ მიხვიდე გთხოვ!
Gia
20 აგვისტო 2020 23:22
6
წადი ბიძია წადი, თურმე ,,აბულინგებენ '' ): :( ფიფიამ, შენ და იმ ვაი ფეხბურთელებმა რომ დააბულინგეთ ამხელა გულშემატკივარი და მთელი ქარტული ფეხბურთი შეარცხვინთ ეგ არაფერია ხომ?
მწარე
20 აგვისტო 2020 22:37
1
ბოდიში, გამომრჩა, რამოდენიმე ტელევიზიის გადამღები ჯგუფიც იყო მოსული, ეტყობა ეგონათ ბევრი ხალხი მოვიდოდა:)...მალე გაიძურწნენ:))).
emigranti
21 აგვისტო 2020 02:20
1
ბულინგი ფიფიაზე არ მოქმედებს?
wbc
20 აგვისტო 2020 22:34
0
ძალიან კარგი მაგრამ დინამოს მთავარი პრობლემა რომან ფიფიაა, თუ ფიფია დარჩება დინამოში, ეს უბედური კლუბი ისევ გაივსება უვიცი მწვრთნელ-ფეხბურთელებით.
დაT
20 აგვისტო 2020 22:10
0
ბულინგიო?! კიდევ ვერ ხვდება რა ქნეს და დინამო რას ნიშნავს !!!
ამირანი
20 აგვისტო 2020 21:33
1
ბევრ გუნდს საქართველოში დინამო-ს სახელის ეშინია კიდევ,ეს რომ არა გავარდნის კანდიდატი იქნებოდა წელს
ბათუმის ფანი
21 აგვისტო 2020 09:22
2
ჩხეტიანს რას ერჩით ხალხო,რა კონტინგენტის საშუალება მისცა პრეზიდენტმა ისე თამაშობს გუნდი,ფიფია უნდა დააყენო მთელი დღე წაკუზული ,,ჟოპასტენკაში,,
ბათუმის ფანი
21 აგვისტო 2020 08:38
5

სიახლეები პოპულარული