საქართველოს ჩემპიონმა, თბილისის "დინამომ" კახა ჩხეტიანის წასვლის შემდეგ ახალი მწვრთნელის ძიება დაიწყო და როგორც adjarasport-ი წერს, თბილისელებმა სასურველ კანდიდატად გორის "დილას" დამრიგებელი გიორგი ნემსაძე შეარჩიეს.
წყაროს ცნობით, თბილისური კლუბი უკვე დაუკავშირდა ნემსაძეს, თუმცა ამ უკანასკნელის სურვილი და პოზიცია უცნობია.
გიორგი ნემსაძემ სამწვრთნელო კარიერა საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრებში დაიწყო. ამის შემდეგ იყო თბილისის "შევარდენი" და 2019 წლიდან კი გორის "დილას" უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გორელები ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში 19 ქულით მე-4 პოზიციას იკავებენ და ლიდერ ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩებიან.