ბათუმის "დინამომ" ეროვნული ნაკრების კანდიდატი დაიმატა

AutoSharing Option
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველ ლაშა შერგელაშვილთან ხელშეკრულება გააფორმა და ფეხბურთელი ზღვისპირელთა რიგებში 2 წლის ვადით დარჩება.

ლაშა შერგელაშვილი, რომელიც საქართველოს ეროვნული გუნდის კანდიდატია, ბოლოს ბერძნულ "პას იანინაში" თამაშობდა, თუმცა ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოასწრო.

იქამდე კი მარცხენა მცველი ლატვიურ "რიგასში" გამოდიოდა. შერგელაშვილს საქართველოში თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოსა" და "სამტრედიის" მაისურით უთამაშია.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მაგრად გვჯერა რომ ისტორიას დავწერთ!!! გული სიამაყით მევსება როცა თქვენს კომენტარებს ვკითხულობ დინამო ბათუმზე!
ჩორნა
01:52 23-08-2020
1
ბათუმის დინამოს და თბ.დინამოს შედარება დღესდღეობით ნამდვილად უადგილოა, გეგუჩაძე ხო ყავდა ფიფიას? დაააცადააა რო რამის კეთება? აი შედეგი! ბერიძემ კიდე აცადა , ენდო, ხოდა მინიმუმ ჟილკიანი გუნდი ხომ მაინც შეკრა, ეხლა თუ ვერ დადო ბეჭებზე ეს ბეელშევა, დარწმუნებული ვარ იოლად არაფერს დათმობენ, და სპორტია რა , მოხდენით კიდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს... / ბათუმი შენ მაინც არ გაგვაწბილო, თორე შემაბრუნეს რეამინაციაში ისევ ....
Vasili
01:30 22-08-2020
1

სიახლეები პოპულარული