"ჯოვინოზე არანაკლებ კარგ ბრაზილიელს მოვიყვანთ" - ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი

AutoSharing Option
ფოტო: popsport.com
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" გუნდის ბრაზილიელი ლეგიონერის, ჯოვინო ფლამარიონის ვოლგოგრადის "როტორში" ტრანსფერზე ისაუბრა.

- ჯოვინო ფლამარიონის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ფლამარიონის მიმართ დიდი ინტერესი იყო და ევროპალიგიდან გავარდნის შემდეგ წინააღმდეგობა აღარ გავუწიეთ. სავარაუდოდ, ეს საქმე 100 პროცენტით დადებითად დასრულდება.

- ტრანსფერით კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან ჩემი სურვილი არა კარგი ფეხბურთელის გაშვება, არამედ მისი მოყვანაა. მაგრამ, რაც მთავარია, კმაყოფილი დარჩება ბათუმის "დინამო" და თავად ფეხბურთელი.

- კარგ
თანხას იხდის "როტორი" ტრანსფერში?

- საკმაოდ კარგ თანხაზეა ლაპარაკი, მაგრამ ტრანსფერს მხოლოდ ამის გამო არ დავთანხმდი. რაც მთავარია, ეს ქართული კლუბისთვის სოლიდური თანხა იქნება და მთლიანად ბათუმის "დინამოს" განვითარებას მოხმარდება.

- ჯოვინოს შემცვლელის ძებნა დაიწყეთ უკვე?
- კვლავ ბრაზილიელის ჩამოყვანა გვსურს, რომელიც არანაკლები დონის იქნება. არის მონახაზი, ვინ შეიძლება დავიმატოთ. შეიძლება ეს ძიება დროში გაიწელოს, მაგრამ ჯოვინოზე არანაკლები დონის მოთამაშეს აუცილებლად მოვძებნით.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა lelo.ge-ზე შეგიძლიათ

მკითხველის კომენტარები / 17 /
ძებნას და მერე ლოდინს გაამართლებს თუ არა იქნება ის მოგეყანათ ვინც მასეთებს ამზადებს და უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი არ გეყოლებოდათ და გასაყიდადაც გეყოფოდათ
შოკირებული გულშემატკივარი
10:26 03-09-2020
0
ამ ტრანსფერით ბათუმის დინამო 2 ან 3 მილიონს მიიღებს რაც მართლაც იძლევა ჯოვინოზე უკეთესი ფეხბურთელების ჩამოყვანის საშუალებას
პირატი
09:35 03-09-2020
1

სიახლეები პოპულარული