"ჯოვინოზე არანაკლებ კარგ ბრაზილიელს მოვიყვანთ" - ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტი

AutoSharing Option
ფოტო: popsport.com
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" გუნდის ბრაზილიელი ლეგიონერის, ჯოვინო ფლამარიონის ვოლგოგრადის "როტორში" ტრანსფერზე ისაუბრა.

- ჯოვინო ფლამარიონის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს. შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია. ფლამარიონის მიმართ დიდი ინტერესი იყო და ევროპალიგიდან გავარდნის შემდეგ წინააღმდეგობა აღარ გავუწიეთ. სავარაუდოდ, ეს საქმე 100 პროცენტით დადებითად დასრულდება.

- ტრანსფერით კმაყოფილი ხართ?
- კმაყოფილები ვერ ვიქნებით, რადგან ჩემი სურვილი არა კარგი ფეხბურთელის გაშვება, არამედ მისი მოყვანაა. მაგრამ, რაც მთავარია, კმაყოფილი დარჩება ბათუმის "დინამო" და თავად ფეხბურთელი.

- კარგ
თანხას იხდის "როტორი" ტრანსფერში?

- საკმაოდ კარგ თანხაზეა ლაპარაკი, მაგრამ ტრანსფერს მხოლოდ ამის გამო არ დავთანხმდი. რაც მთავარია, ეს ქართული კლუბისთვის სოლიდური თანხა იქნება და მთლიანად ბათუმის "დინამოს" განვითარებას მოხმარდება.

- ჯოვინოს შემცვლელის ძებნა დაიწყეთ უკვე?
- კვლავ ბრაზილიელის ჩამოყვანა გვსურს, რომელიც არანაკლები დონის იქნება. არის მონახაზი, ვინ შეიძლება დავიმატოთ. შეიძლება ეს ძიება დროში გაიწელოს, მაგრამ ჯოვინოზე არანაკლები დონის მოთამაშეს აუცილებლად მოვძებნით.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა lelo.ge-ზე შეგიძლიათ

მკითხველის კომენტარები / 17 /
ძებნას და მერე ლოდინს გაამართლებს თუ არა იქნება ის მოგეყანათ ვინც მასეთებს ამზადებს და უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი არ გეყოლებოდათ და გასაყიდადაც გეყოფოდათ
შოკირებული გულშემატკივარი
03 სექტემბერი 2020 10:26
0
ამ ტრანსფერით ბათუმის დინამო 2 ან 3 მილიონს მიიღებს რაც მართლაც იძლევა ჯოვინოზე უკეთესი ფეხბურთელების ჩამოყვანის საშუალებას
პირატი
03 სექტემბერი 2020 09:35
1
რამდენადაც ვიცი 600 000 ზე იყო საუბარი, როტორი 2 მილიონს ვერ გადაიხდიდა..
REZO
04 სექტემბერი 2020 16:52
0
ფიფიას 100ჯერ ეყოლებოდა უკვე მაგი გაყიდული....
კახა ქ.
03 სექტემბერი 2020 02:20
0
დაიწყო ამანაც ფიფიასავით...თუ მართლა 600 000 სად გაყიდეს, უფრო იაფად მხოლოდ პენსიონერებს თუ მოიყვანენ, ან უპერსპექტივოს და უიმედოს.
emigranti
03 სექტემბერი 2020 01:10
0
აბა აშენებულან და ეგ არი:) ბრაზილიაში სჭირდება კარგი სკაუტი და ეხლა ორი ჩამოიყვანოს.
emigranti
03 სექტემბერი 2020 05:08
0
რა 600 ათასი.3,5 მილიონს იხდის როტორი
რომა
03 სექტემბერი 2020 01:56
0
გასაგებია რო კაცს ვერ დააძალებ დარჩენილიყო გუნდში და კარგია რო კარგ თანხასაც გადაგიხდიან და ცანცარა ალავიძე რო გააჩუქოთ არ გინდათ,ერთი ნორმალური მეკარე დაიმატეთ ბათუმელებო
ლ.გიო
02 სექტემბერი 2020 23:01
0
ალავიძეს მადლობა გადაუხადეთ და გაუშვით, ძალიან დაბალია როგორც კლასით ისე სიმაღლით. პირველი და მესამე გოლი ბეერ შევასთან სწორედ ზემოთ ნახსენები სიდააბლეების გამო გაუშვა
dabalia dabali
02 სექტემბერი 2020 20:58
0
მესის მამამ დაადასტურა ბათუმში გადმოდის :-D
ზორბეგი
02 სექტემბერი 2020 20:05
6
))) გასაგებია, მაგრამ რა მაგარი იქნებოდა, მაგ დონეზე რომ იყვეს ჩვენი ფეხბურთი.
100%
02 სექტემბერი 2020 20:45
0
მეკარე დაიმატეთ ჯობია,ალავიძემ მოჭამა უკვე მისი დრო.. მეკარე,მარჯვენა და ცენტრალური მცველი და ასევე ნორმალური ცენტრფორვარდი ჭირდება დინამოს და არა ნიქაბაძე და 35 წლის დვალიშვილი...
გიორგი ბათუმი 97
02 სექტემბერი 2020 19:27
0
ჩემი აზრით როცა კარგი შემოთავაზება არის უნდა შეელიო ფეხბურთელს, ესეც სპორტის ნაწილია და როგორც ამბობენ 3 მილიონ ევროზეა საუბარი(რუსული წყაროები).
ამ თანხით კარგი სელექციის პირობებში რამოდენიმე კარგი ახალგაზრდა ლეგიონერის დამატებაა შესაძლებელი.
ექსპერტი
02 სექტემბერი 2020 18:37
0
კოუტინიო მოყავთ ბარსასადან..
mesxi
02 სექტემბერი 2020 18:11
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული