სპორტული გაზეთის, "ლელოს" ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონ თბილისის "დინამოს" გდინიას "არკას" ყოფილი ფორვარდის - დავით სხირტლაძის საკუთარ გუნდში ხილვა სურს.
საქართველოს ნაკრების 27 წლის ფორვარდმა პოლონური კლუბი 1-ელ აგვისტოს დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. შესაბამისად, კლუბსა და ფეხბურთელს შორის მესამე მხარე არ იქნება, რაც საქმის დადებითად გადაწყვეტას აადვილებს.
კარიერის უდიდესი ნაწილი დავითს დანიაში აქვს გატარებული - ჯერ "ორჰუსის", შემდეგ კი "სილკებორგის" ღირსებას იცავდა. ამას მოჰყვა "სპარტაკ ტრნავა", "რიგა" და ბოლოს "
არკა". თავდამსხმელს საქართველოს ნაკრებში 4 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა გოლი ჯერ არ გაუტანია.