ჩისკომ კვასხვაძეზე, ტრანსფერებზე, ევროპა ლიგასა და "დინამოს" მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ჩისკო მუნიოსმა სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" დედაქალაქური კლუბის გარშემო არსებულ ვითარებასა და მომავალზე ისაუბრა.

რა გარემო დაგხვდათ "დინამოში" და თავად როგორი განწყობით დაბრუნდით? საერთოდ, როგორია ფსიქოლოგიური ფონი გუნდში "ტირანასთან" მარცხის შემდეგ?
- ამ შემთხვევაში, გარემო ჩემთვის მეორეხარისხოვანია, რადგან აქ მე მოვედი იმისთვის, რომ ავაშენოთ მომავალი. რა თქმა უნდა, ბოლო მარცხი არავის მოეწონებოდა, თუმცა ჩემი საფიქრალი ახლა არ არის წარსული, ჩვენ სწორედაც "დინამოს" მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მე დავბრუნდი ჩემს მეორე სახლში და ბედნიერი ვარ
ამით, რადგან აქაური გარემო ძალიან მიყვარს.

- ამ დროისთვის თქვენი ოფიციალური თანამდებობა - "მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია". როდის აიღებთ პროლიცენზიას, რომლის უქონლობაც, როგორც ამბობენ, თავის დროზე "დინამოდან" თქვენი წასვლის მიზეზი გახდა?
- რეალურად, ამოცანა, რომელიც დგას ჩვენ წინაშე, ეხება უახლოეს სამ თვეს. ლიცენზიის აღება უნდა მოხდეს ესპანეთში. იყო დრო, როცა კოვიდინფექციის გამო ყველაფერი გაჩერდა ესპანეთში და ამჟამადაც ბევრი რამ გართულებულია. პირდაპირ ვიტყვი - ჩვენი მთავარი მიზანი და გეგმები დამყარებულია ამ სამ თვეზე. უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი გუნდი, ჩვენი სახე საუკეთესოდ წარვუდგინოთ გულშემატკივარს. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.

- გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს, გაძლიერდება თუ არა "დინამო", დაიმატებთ თუ არა ახალ ფეხბურთელებს. ვიცით, რომ ვიქტორ მონხილი უკვე დინამოელია, ასევე, როდნი კლოოსტერი. განიხილება თუ არა ხოსე პერალესის დაბრუნება? ასევე, პოტენციურ ახალწვეულთა შორის ასახელებენ დავით სხირტლაძეს, ბაჩანა არაბულს, გიორგი ბერიძეს... არის თუ არა რომელიმე ამ ფეხბურთელით დაინტერესებული "დინამო" და ხომ არ განიხილება სხვა კანდიდატურები? თუნდაც ქართველი ან უცხოელი?

- მოგეხსენებათ, ახლა არცთუ ისე მარტივი დროა, თუნდაც ტრანსფერების განხორციელების მხრივ. ამ ვირუსმა, რომელიც მსოფლიოს მოედო, ფეხბურთშიც შეიტანა ცვლილებები. თუნდაც აღმოსავლეთევროპული ქვეყნებიდან ფეხბურთელის დამატებაში ხელს ის გვიშლის, რომ ბევრ ქვეყანაში ფეხბურთი ხუთი თვეა, გაჩერებულია. ჩვენ ძალიან მჭიდრო კალენდარი გვაქვს. მოგვიწევს, ჩამოვიყვანოთ ფეხბურთელი, რომელსაც თითქმის ნახევარი წელი არ ექნება ნათამაშები. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, როდის შევა ფორმაში. ასეთ შემჭიდროებულ გრაფიკში კი ეს რთულია. ამ დროისთვის მე ყველანაირ ნდობას ვუცხადებ იმ გუნდს, რომელიც დამხვდა, მით უმეტეს, უმეტესობას ვიცნობ და მათთან მიმუშავია, შესაბამისად, ვიცი, რა შეუძლიათ...

ერთი სიტყვით, ეჭვი არ მეპარება მათ ოსტატობასა და კლასში. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ამ გუნდით თანდათან მივუახლოვდეთ მიზნებს... ახლა რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ფეხბურთელებს... დიახ, მონხილი დავაბრუნეთ. მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ასევე გვყავს ჰოლანდიელი ახალწვეული, რომელიც მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს. ფორვარდებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. გუნდში 22-23 ფეხბურთელია. არ გვავიწყდება ახალგაზრდული გუნდი - "დინამო 2", სადაც ასევე არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. მე მათ ბოლომდე ვენდობი და ვიშრომებთ ამ ბიჭების საუკეთესოდ წარმოსაჩენად. რაც შეეხება პერალესს, მას უცხოურ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. "დინამოს" კარს კარგი და გამოცდილი მეკარე იცავს. მე მისი მჯერა!..

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე


მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ ვინმემ რამე გაიგეთ მე ბოდიში ჩისკოსთანაც ფიფოსთანაც
dato
20:10 12-09-2020
0
ჩისკო მე შენი მჯერა!
მწრთვნელი
21:27 07-09-2020
4

სიახლეები პოპულარული