ჩისკომ კვასხვაძეზე, ტრანსფერებზე, ევროპა ლიგასა და "დინამოს" მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB

თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ჩისკო მუნიოსმა სპორტულ გაზეთ "ლელოსთან" დედაქალაქური კლუბის გარშემო არსებულ ვითარებასა და მომავალზე ისაუბრა.

რა გარემო დაგხვდათ "დინამოში" და თავად როგორი განწყობით დაბრუნდით? საერთოდ, როგორია ფსიქოლოგიური ფონი გუნდში "ტირანასთან" მარცხის შემდეგ?
- ამ შემთხვევაში, გარემო ჩემთვის მეორეხარისხოვანია, რადგან აქ მე მოვედი იმისთვის, რომ ავაშენოთ მომავალი. რა თქმა უნდა, ბოლო მარცხი არავის მოეწონებოდა, თუმცა ჩემი საფიქრალი ახლა არ არის წარსული, ჩვენ სწორედაც "დინამოს" მომავალზე უნდა ვიფიქროთ. მე დავბრუნდი ჩემს მეორე სახლში და ბედნიერი ვარ
ამით, რადგან აქაური გარემო ძალიან მიყვარს.

- ამ დროისთვის თქვენი ოფიციალური თანამდებობა - "მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია". როდის აიღებთ პროლიცენზიას, რომლის უქონლობაც, როგორც ამბობენ, თავის დროზე "დინამოდან" თქვენი წასვლის მიზეზი გახდა?
- რეალურად, ამოცანა, რომელიც დგას ჩვენ წინაშე, ეხება უახლოეს სამ თვეს. ლიცენზიის აღება უნდა მოხდეს ესპანეთში. იყო დრო, როცა კოვიდინფექციის გამო ყველაფერი გაჩერდა ესპანეთში და ამჟამადაც ბევრი რამ გართულებულია. პირდაპირ ვიტყვი - ჩვენი მთავარი მიზანი და გეგმები დამყარებულია ამ სამ თვეზე. უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი გუნდი, ჩვენი სახე საუკეთესოდ წარვუდგინოთ გულშემატკივარს. დანარჩენი შემდეგ გამოჩნდება.

- გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს, გაძლიერდება თუ არა "დინამო", დაიმატებთ თუ არა ახალ ფეხბურთელებს. ვიცით, რომ ვიქტორ მონხილი უკვე დინამოელია, ასევე, როდნი კლოოსტერი. განიხილება თუ არა ხოსე პერალესის დაბრუნება? ასევე, პოტენციურ ახალწვეულთა შორის ასახელებენ დავით სხირტლაძეს, ბაჩანა არაბულს, გიორგი ბერიძეს... არის თუ არა რომელიმე ამ ფეხბურთელით დაინტერესებული "დინამო" და ხომ არ განიხილება სხვა კანდიდატურები? თუნდაც ქართველი ან უცხოელი?

- მოგეხსენებათ, ახლა არცთუ ისე მარტივი დროა, თუნდაც ტრანსფერების განხორციელების მხრივ. ამ ვირუსმა, რომელიც მსოფლიოს მოედო, ფეხბურთშიც შეიტანა ცვლილებები. თუნდაც აღმოსავლეთევროპული ქვეყნებიდან ფეხბურთელის დამატებაში ხელს ის გვიშლის, რომ ბევრ ქვეყანაში ფეხბურთი ხუთი თვეა, გაჩერებულია. ჩვენ ძალიან მჭიდრო კალენდარი გვაქვს. მოგვიწევს, ჩამოვიყვანოთ ფეხბურთელი, რომელსაც თითქმის ნახევარი წელი არ ექნება ნათამაშები. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ, როდის შევა ფორმაში. ასეთ შემჭიდროებულ გრაფიკში კი ეს რთულია. ამ დროისთვის მე ყველანაირ ნდობას ვუცხადებ იმ გუნდს, რომელიც დამხვდა, მით უმეტეს, უმეტესობას ვიცნობ და მათთან მიმუშავია, შესაბამისად, ვიცი, რა შეუძლიათ...

ერთი სიტყვით, ეჭვი არ მეპარება მათ ოსტატობასა და კლასში. დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია ამ გუნდით თანდათან მივუახლოვდეთ მიზნებს... ახლა რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ფეხბურთელებს... დიახ, მონხილი დავაბრუნეთ. მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი. ასევე გვყავს ჰოლანდიელი ახალწვეული, რომელიც მარჯვენა ფლანგზე ითამაშებს. ფორვარდებზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. გუნდში 22-23 ფეხბურთელია. არ გვავიწყდება ახალგაზრდული გუნდი - "დინამო 2", სადაც ასევე არაერთი ნიჭიერი ფეხბურთელია. მე მათ ბოლომდე ვენდობი და ვიშრომებთ ამ ბიჭების საუკეთესოდ წარმოსაჩენად. რაც შეეხება პერალესს, მას უცხოურ კლუბთან კონტრაქტი აკავშირებს. "დინამოს" კარს კარგი და გამოცდილი მეკარე იცავს. მე მისი მჯერა!..

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე


მკითხველის კომენტარები / 10 /
თუ ვინმემ რამე გაიგეთ მე ბოდიში ჩისკოსთანაც ფიფოსთანაც
dato
12 სექტემბერი 2020 20:10
0
ჩისკო მე შენი მჯერა!
მწრთვნელი
07 სექტემბერი 2020 21:27
4
გავიგე რაღაცეები,მაგრამ მთლიანობაში ვერაფერიც ვერ გავიგე.არცერთ საკითხზე არ გაუცია კონკრეტული პასუხი...მოკლედ ფიფია ნომერი ორია რა...
ბაბუაწვერა
07 სექტემბერი 2020 17:02
2
ეტყობა ფიფიამ უთხრა კაპიკსაც ვერ მოგცემო და ამიტომ ყველა ფეხბურთელის ყიდვაზე აბდა უბდას ბაზრობს ამ გუნდმა უკვე გვანახა რისი მაქნისიც არის და არა მგონია ჩისკო სასწაულებს აკეთებდეს. ამ ფოფიას კი მაიც არ უნდა გუნდის გაძლიერება და ჩისკო საწაულმოქმედი გონია
grisha
07 სექტემბერი 2020 16:55
1
ბარემ გადაარქვით სახელი გუნდს, ვთქვათ "ფიფიასცუნცულა" დაარქვით. რად გინდათ, ეს დინამოს სახელი უშლის რაღაცით ხელს სიტუაციას
გადასარევი გიორგი
07 სექტემბერი 2020 15:40
1
მაგრად ჰკიდია ამასაც რაღაც რაღაცები. ამდენი ხანი ლიცენზიის აღებას რა უნდა თუ გული გულობს. ტიპს არ დაუწყია და რაღაც მიზეზებს იგონებს, კორონა, ეხლაც გართულებულიაო... მაგრამ ვერც გაატყუნებ. ითამაშა დიდი ფეხბურთი, ფულიც იშოვა. მაგრად ჰკიდია ეხლა იქნება თუ არა მწვრთნელი. შესთავაზებენ, დათანხმდება, არ შესთავაზებენ, წავა ესპანეთში და ზღვის პირას გაერთობა. ლიცენზიაზე ფიქრიც არ უნდა როგორც ჩანს
ესეც კაი ზარმაცი ჩანს
07 სექტემბერი 2020 15:32
6
ჩისკოს ინტერვიუებს როცა ვკითხულობ კონკრეტულ პასუხს არასდროს სცემს კითხვაზე და რა აზრი აქვს ასეთ ინტერვიუს რასაც ამბობს ეგ ისედაც ვიცით)))))
KA
07 სექტემბერი 2020 15:20
1
მაგრად ჰკიდია ამასაც რაღაც რაღაცები. ამდენი ხანი ლიცენზიის აღებას რა უნდა თუ გული გულობს. ტიპს არ დაუწყია და რაღაც მიზეზებს იგონებს, კორონა, ეხლაც გართულებულიაო... მაგრამ ვერც გაატყუნებ. ითამაშა დიდი ფეხბურთი, ფულიც იშოვა. მაგრად ჰკიდია ეხლა იქნება თუ არა მწვრთნელი. შესთავაზებენ, დათანხმდება, არ შესთავაზებენ, წავა გერმანიაში და ზღვის პირას გაერთობა. ლიცენზიაზე ფიქრიც არ უნდა როგორც ჩანს
ესეც კაი ზარმაცი ჩანს
07 სექტემბერი 2020 14:34
19
გერმანიაში ზღვის პირას გაერთობა.... ჩრდილოეთ პოლუსზე ძმა... :DD
Fsiuuu
07 სექტემბერი 2020 17:23
2
ესპანეთი უნდა დამეწერა, გერმანიაყე ვფიქრობდი ეტყობა და ინსტიქტურად გერმანია დავწერე :) გერმანიაში ყღვაზე ნამეტანი დაისვენებს კი :)))
გერმანიაში კი არა ესპანეთში
07 სექტემბერი 2020 15:17
0

სიახლეები პოპულარული