ჩისკოს თბილისის „დინამომ“ ფლამარიონის გარეშე დარჩენილ ბათუმის „დინამოს“ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის „დინამომ“, რომელმაც ჩისკოს ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 3:1 დაამარცხა ბათუმის „დინამო“.

“როტორში“ გადასული ფლამარიონის გარეშე ბათუმის „დინამოს“ გაუჭირდა თბილისის „დინამოსთან“ თამაში, დედაქალაქელები უპირატესობას ფლობდნენ, ჯერ ქარდავამ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ გაბედავამ საოცარი გოლი გაიტანა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ქარდავამაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზარიამ ანგარიში 0:3 გახადა. დარეჩენილ დროში კვასხვაძის კარში ორი პენალტი დაინიშნა, ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, თევდორაძემ კი ზუსტად შეასრულა.

თბილისის „დინამო“ 22 ქულით გალიდერდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 20 ქულით მეორე
ადგილზეა.

თბილისის „დინამო“ 3 ოქტომბერს „საბურთალოს“ შეხვდება, ბათუმის „დინამო“ კი იმავე დღეს გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 გაბედავა (38), 0:2 ქარდავა (45), 0:3 ზარია (52), 1:3 თევდორაძე (89, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიღაური (64)

დინამო (ბთ) (4-3-2-1): ალავიძე (კ), ობაობონა, კობახიძე, ჩალაძე, ჯიღაური, ტეიდი (შერგელაშვილი 73), გონსალვესი (თევდორაძე 81), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, რეინალდო, ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი 53)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ქიმაძე, ბენიო, იაშვილი, ქარდავა (კუცია 82), ზარია (კუხიანიძე 59), პაპავა (კ), ქავთარაძე, გაბედავა (კაპანაძე 68), ორშულა

მწვრთნელი: ჩისკო
მკითხველის კომენტარები / 16 /
Wadi gehuchadze wadi archil beridze
Batumi1984
13 სექტემბერი 2020 15:19
0
მე ჩისკო მინდა დიდი ხანია ნაკრების მწვრთნელად.ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება!!! ვაისი გაუმჯობესებული ჩხეტიანია! ის გაგებაში არ იყო მწვრთნელობის და ვაისს ცოტა გაეგება. ბათუმის დინამოს მწვრთნელად ივარგებდა. ისე თუ გეგუჩაძე ალავიძეს არ მოიშორებს თავად მოიშორებენ და იქნება მართლა ვაისა დაინიშნოს დინამო ბათუმის მწვრთნელად.
Jordan beli
13 სექტემბერი 2020 13:28
7
დაეტყო მწვრთნელის ცვლილება, კარგად ათამაშა გუნდი, ბრავო ბიჭებს , კარგი გოლები იყო, გიორგი გაბედავა იმსახურებს ნაკრებში ერთ შანსს...
geno
13 სექტემბერი 2020 11:36
2
რამდენი ესეთი ბურთი უნდა გაუშვას ალავიძემ? ტიპი აშკარად უკლასოა, თან მეკარისთვის დაბალია და ვერ წვდება.
გენა
13 სექტემბერი 2020 10:06
2
გაბედავა, ქარდავა, ზარია, არ შეგვჭამეს ამ მეგრელებმა?
დათო
13 სექტემბერი 2020 08:50
9
რა გაბედავა, რა ქარდავა, დროა კარენოი ვაკელებით დაკომპლექტდეს დინამო.
მინდია
13 სექტემბერი 2020 08:43
8
ძალიან ლამაზი და ეფექტური გოლები გამოვიდა. ჩისკოს არავითარი სიახლე არ მოუგონია. უყურა ბათუმის თამაშს ჰაპოელთან, ჭკვიანი კაცია და მიხვდა რომ მეკარე ყველა დარტყმულს უშვებს საჯარიმოს გარედან, დარწმუნებული ვარ, ფეხბურთელებს სწორედ ამ დავალებას მისცემდა, რომ საჯარიმოს გარედან დაერტყათ. არც ჰაპოელი ურტყამდა შემთხვევით, მათაც კარგად ჰქონდათ შესწავლილი ბათუმის ეს მინუსი.
რომელუ
13 სექტემბერი 2020 08:25
0
ალავიძის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს,ტიპმა ბოლო ორ თამაშში (ევროპა ლიგის ჩათვლით) 6 (!) გოლი გაუშვა და ექვსივე საჯარიმოს გარედან!!! ამას უბრალოდ "მოხერხება" უნდა. მგონი დროა მეკარე შეცვალოს ბათუმელებმა,ვიდრე კიდევ არ არის გვიან.
ქობულეთიდან
13 სექტემბერი 2020 05:13
2
არ ველოდი.ჩისკოს და დინამოს წარმატებები!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
13 სექტემბერი 2020 04:40
0
ვაისის ფანების გასაგონად. საქმე მარტო ის კი არ არის, თბილისის დინამომ სამი გოლი რომ გაიტანა, არამედ ის რომ გუნდი უფრო მობილური გახდა, ფეხბურთელები ამოძრავდნენ, ერთმანეთს ეხსნებიან და გუნდი დინამიურ, ცოცხალ თამაშს აჩვენებს. აი, ეს არის განსხვავება ჩისკოს გაწვრთნილ გუნდს და ჩხეტიანს შორის. დარწმუნებული ვარ, თუ უფრო კვალიფიციურ მწვრთნელს მოვიყვანთ საქართველოს ნაკრებიც შეიცვლება და იმ ზანტ, ზოზინა სტილს თავს დააღწევს.
თენგაბი
13 სექტემბერი 2020 02:38
0

სიახლეები პოპულარული