12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის „დინამომ“, რომელმაც ჩისკოს ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 3:1 დაამარცხა ბათუმის „დინამო“.
მეორე ტაიმის დასაწყისში ზარიამ ანგარიში 0:3 გახადა. დარეჩენილ დროში კვასხვაძის კარში ორი პენალტი დაინიშნა, ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, თევდორაძემ კი ზუსტად შეასრულა.
თბილისის „დინამო“ 22 ქულით გალიდერდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 20 ქულით მეორე ადგილზეა.
თბილისის „დინამო“ 3 ოქტომბერს „საბურთალოს“ შეხვდება, ბათუმის „დინამო“ კი იმავე დღეს გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება.
ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 გაბედავა (38), 0:2 ქარდავა (45), 0:3 ზარია (52), 1:3 თევდორაძე (89, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიღაური (64)
დინამო (ბთ) (4-3-2-1): ალავიძე (კ), ობაობონა, კობახიძე, ჩალაძე, ჯიღაური, ტეიდი (შერგელაშვილი 73), გონსალვესი (თევდორაძე 81), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, რეინალდო, ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი 53)
მწვრთნელი: გეგუჩაძე
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ქიმაძე, ბენიო, იაშვილი, ქარდავა (კუცია 82), ზარია (კუხიანიძე 59), პაპავა (კ), ქავთარაძე, გაბედავა (კაპანაძე 68), ორშულა
მწვრთნელი: ჩისკო