ჩისკოს თბილისის „დინამომ“ ფლამარიონის გარეშე დარჩენილ ბათუმის „დინამოს“ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის „დინამომ“, რომელმაც ჩისკოს ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 3:1 დაამარცხა ბათუმის „დინამო“.

“როტორში“ გადასული ფლამარიონის გარეშე ბათუმის „დინამოს“ გაუჭირდა თბილისის „დინამოსთან“ თამაში, დედაქალაქელები უპირატესობას ფლობდნენ, ჯერ ქარდავამ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგ გაბედავამ საოცარი გოლი გაიტანა, პირველი ტაიმის დასასრულს კი ქარდავამაც ულამაზესი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ზარიამ ანგარიში 0:3 გახადა. დარეჩენილ დროში კვასხვაძის კარში ორი პენალტი დაინიშნა, ჯიღაურმა ვერ გამოიყენა, თევდორაძემ კი ზუსტად შეასრულა.

თბილისის „დინამო“ 22 ქულით გალიდერდა, ხოლო ბათუმის „დინამო“ 20 ქულით მეორე
ადგილზეა.

თბილისის „დინამო“ 3 ოქტომბერს „საბურთალოს“ შეხვდება, ბათუმის „დინამო“ კი იმავე დღეს გასვლაზე „თელავს“ დაუპირისპირდება.

ქუთაისი. "რამაზ შენგელია"

დინამო (ბთ) - დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 გაბედავა (38), 0:2 ქარდავა (45), 0:3 ზარია (52), 1:3 თევდორაძე (89, პენ)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიღაური (64)

დინამო (ბთ) (4-3-2-1): ალავიძე (კ), ობაობონა, კობახიძე, ჩალაძე, ჯიღაური, ტეიდი (შერგელაშვილი 73), გონსალვესი (თევდორაძე 81), მანჯგალაძე, მამუჩაშვილი, რეინალდო, ნიქაბაძე (გაფრინდაშვილი 53)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური, ქიმაძე, ბენიო, იაშვილი, ქარდავა (კუცია 82), ზარია (კუხიანიძე 59), პაპავა (კ), ქავთარაძე, გაბედავა (კაპანაძე 68), ორშულა

მწვრთნელი: ჩისკო
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჩისკომ ჩხეტიანისგან დაწუნებულ ოთხ ფეხბურთელს ძირითადში მისცა შანსი.შედეგად გაბედავამ,ქარდავამ და ზარიამ გოლი გაიტანეს, ხოლო ორშულამ ორი საგოლე პასი გააკეთა.ამავდროულად ევროტურნირების თამაშის წინ მონხილი,კლოუსტერი,შულაია,ბუღრიძე და პერნამბუკო დამალა...
Caruzo9
12 სექტემბერი 2020 23:46
0
ალავიძის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს,ტიპმა ბოლო ორ თამაშში (ევროპა ლიგის ჩათვლით) 6 (!) გოლი გაუშვა და ექვსივე საჯარიმოს გარედან!!! ამას უბრალოდ "მოხერხება" უნდა. მგონი დროა მეკარე შეცვალოს ბათუმელებმა,ვიდრე კიდევ არ არის გვიან.
ქობულეთიდან
13 სექტემბერი 2020 05:13
2
ვაისის ფანების გასაგონად. საქმე მარტო ის კი არ არის, თბილისის დინამომ სამი გოლი რომ გაიტანა, არამედ ის რომ გუნდი უფრო მობილური გახდა, ფეხბურთელები ამოძრავდნენ, ერთმანეთს ეხსნებიან და გუნდი დინამიურ, ცოცხალ თამაშს აჩვენებს. აი, ეს არის განსხვავება ჩისკოს გაწვრთნილ გუნდს და ჩხეტიანს შორის. დარწმუნებული ვარ, თუ უფრო კვალიფიციურ მწვრთნელს მოვიყვანთ საქართველოს ნაკრებიც შეიცვლება და იმ ზანტ, ზოზინა სტილს თავს დააღწევს.
თენგაბი
13 სექტემბერი 2020 02:38
0
სიმართლე, რომ ვთქვათ ჩისკო ყველა ქართველ მწვრთნელს აღემატება თავისი ცოდნით და პროფესიონალიზმით ,კი მართალია მას არ აქვს დიდი გამოცდილება მწვრთნელობის,მაგრამ წლების განმავლობაში ლალიგაში თამაშობდა იქაურ მწვრთნელბთან ერთად მუშაობდა და კარგად იცის რას არის მაღალი დონე, როგორ უნდა მოამზადო გუნდი მაღალ დონეზე.
ჩისკომ გახადა დინამო ჩემპიონი და კარგი ფეხბურთელებიც მოიყვანა კლუბში და მისი გაშვებაც გაუგებარი იყოო.
გელა
13 სექტემბერი 2020 02:30
1
არ ველოდი.ჩისკოს და დინამოს წარმატებები!
გიორგი კაჭკაჭიშვილი
13 სექტემბერი 2020 04:40
0
ამას ნაღდად არ მოველოდებოდი.../ ასე შორიდან გოლები, ბრავო...!!! ჩისკომ მემგონი რაღაც ახალი დაიწყო
Vasili
13 სექტემბერი 2020 01:15
2
ხო ფლამარიონი რომ არ ყავდათ იმიტომ ვერ მოიგო ბათუმმა, ამათი ბურთის ფლობა და გორაობა ამოვიდა ყელში,მიხედეთ გუნდს.
Batumi
12 სექტემბერი 2020 23:55
0
ბრავო გაბედავა კარგი თამაში იყო, ჩემი აზრით იმსახურებს ნაკრებში შანსს, კაჭარავაზე ბევრად კარგ ფეხბურთს ითამაშებს!
ვახო
13 სექტემბერი 2020 00:25
11
რამდენი ესეთი ბურთი უნდა გაუშვას ალავიძემ? ტიპი აშკარად უკლასოა, თან მეკარისთვის დაბალია და ვერ წვდება.
გენა
13 სექტემბერი 2020 10:06
2
დაეტყო მწვრთნელის ცვლილება, კარგად ათამაშა გუნდი, ბრავო ბიჭებს , კარგი გოლები იყო, გიორგი გაბედავა იმსახურებს ნაკრებში ერთ შანსს...
geno
13 სექტემბერი 2020 11:36
2

სიახლეები პოპულარული