13 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "დილასა" და "თელავის" მატჩი 0:0 დასრულდა.
მატჩი მეტად სანახაობრივი გამოდგა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ქულები გაიყვეს.
"დილა" 20 ქულით მეოთხე ადგილზეა და 3 ოქტომბერს სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება, ხოლო 14 ქულით მეექვსე პოზიციაზე მყოფი "თელავი" იმავე დღეს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - თელავი 0:0
დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, ლაცაბიძე (სილვა 62), ხურცილავა, მაისაშვილი (კ) (იედეუნტი 75), სანტოსი, ეტოუ, ნონდი, ლექვთაძე (მარკოზაშვილი 46), გაგნიძე, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი
მწვრთნელი: ნემსაძე
თელავი (3-4-3): თანდილაშვილი, მარაქველიძე, ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მ.ბაშელეიშვილი (კ) (მოისწრაფიშვილი 81), რუხაძე (სამუშია 73), ნ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, კოხრეიძე (კვასოვი 69)
მწვრთნელი: გოცირიძე