"დილამ" და "თელავმა" თვალსასეირო მატჩში ქულები გაიყვეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
13 სექტემბერს, ეროვნული ლიგის მე-11 ტურში "დილასა" და "თელავის" მატჩი 0:0 დასრულდა.

მატჩი მეტად სანახაობრივი გამოდგა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენეს და ქულები გაიყვეს.

"დილა" 20 ქულით მეოთხე ადგილზეა და 3 ოქტომბერს სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება, ხოლო 14 ქულით მეექვსე პოზიციაზე მყოფი "თელავი" იმავე დღეს ბათუმის "დინამოს" უმასპინძლებს.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - თელავი 0:0

დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, ლაცაბიძე (სილვა 62), ხურცილავა, მაისაშვილი (კ) (იედეუნტი 75), სანტოსი, ეტოუ, ნონდი, ლექვთაძე (მარკოზაშვილი 46), გაგნიძე, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე

თელავი (3-4-3): თანდილაშვილი,
მარაქველიძე, ჩუკვურა, დიმიტროვსკი, ძოწენიძე, ჩაბრაძე, მ.ბაშელეიშვილი (კ) (მოისწრაფიშვილი 81), რუხაძე (სამუშია 73), ნ. ბაშელეიშვილი, მოსიაშვილი, კოხრეიძე (კვასოვი 69)

მწვრთნელი: გოცირიძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
თელავს უნდა მოეგო.დილამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს კაცნაკლული თამაშობდა.სპანდერაშვილი უნდა დაესვენებინათ,ბევრი იმგზავრა და ითამაშა,ნახევარდაცვა და თავდასხმა ნული იყო.ამ თამაშით თასიდან გამოვარდება და იქნება ნემსაძის ბრალი.გუნდს არც კომბინაციები აქვს დამუშავებული და არც კუთხურების და ჯარიმების დამრტყმელი.
master
09:52 14-09-2020
0

სიახლეები პოპულარული