აშვეთია: რომ არა მანინო, "ტორპედოს" შესაძლოა, დღევანდელ დღემდე ვერ მოეღწია

AutoSharing Option
"ტორპედოს" მწვრთნელმა მიხეილ აშვეთიამ გუნდში შექმნილ ვითარებაზე კლუბის საიტთან ისაუბრა:

"სამწუხაროდ, მედიაში ინფორმაციის გავრცელება არასწორი ფორმით მოხდა. ვადასტურებ, რომ გარკვეული კუთხით ფინანსური პრობლემები გუნდში არსებობს, მაგრამ ეს პრობლემები მოგვარებადი და გამოსწორებადია.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფინანსურად ყველა კლუბი დაზარალდა. მოლაპარაკებების შედეგად, მოხდა შეთანხმება და რამდენიმე თვე კლუბის როგორც ფეხბურთელები, ისე პერსონალი განახევრებულ ხელფასს იღებდა. მჯერა, რომ ისევ მოლაპარაკებების საფუძველზე სიტუაციის გამოსწორება შესაძლებელია და იმედი მაქვს, რომ ფაბიო მანინო გუნდს ასეთ რთულ პერიოდში გვერდში ბოლომდე დაუდგება. რომ არა ის, შესაძლოა, "ტორპედოს" დღევანდელ
დღემდეც ვერ მოეღწია".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ქუთაისს სამწუხაროდ არ უმართლებს, ხან თბილისელი თაღლითი ღალატობს ხან იტალიელი ბუქსაობს, იტალიაში თუ ვერ ჩადიხართ თბილისი მაინც მოილითხეთ "ძამა", ისე ერთი კაი ვარიანტი, რამ გაყო ქუთაისი და წყალტუბო, სამგურალი დღეს ისეთ ხოდზეა თასსაც აიღებს და უმაღლ.გადავა უეჭველი, მფლობელიც კაცია და ბიჭები ხო ბრდღვნიან), არაფერს ვიტყვი უჩა სოსიაშვილზე(მთ.მწვ), გაერთიანდით, გულშემატკივარიც ერთი გყავთ და შეუბერეთ ერთად, სამი კაცი ახ.ნაკრებშია, რავი არ მინდა ტორპედოს დაბრედვა,
ნოდარ
16:19 27-09-2020
1

სიახლეები პოპულარული