"ლოკომოტივმა" თბილისის "მერანს" უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-12 ტურში "ლოკომოტივმა" ერთ-ერთი აუტსაიდერი "მერანი" 4:0 დაამარცხა.

"ლოკომ" პირველ ტაიმში 3 უპასუხო გოლი გაიტანა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

"ლოკომოტივი" 19 ქულით მეხუთე ადგილზეა და 18 ოქტომბერს თბილისის "დინამოს" შეხვდება, ხოლო "მერანი" 5 ქულით ბოლოსწინა, მეცხრე პოზიციაზეა და 17 სექტემბერს ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება.

თბილისი."მიხეილ მესხი 2"
მერანი (თბ) - ლოკომოტივი 0:4
გოლები: 0:1 იაკობიძე (2), 0:2 გაბისკირია (31, საკ. კარში), 0:3 სანდოხაძე (41), 0:4 გურეშიძე (47)

მერანი (თბ) (4-2-3-1): თევდორაძე, გაფრინდაშვილი, ქარქუზაშვილი, თევზაძე, ვასაძე, მიქაბერიძე (სარდალიშვილი 55), კახელიშვილი, გაბისკირია
(ნუსუევი 55), დათუნაიშვილი, დეისაძე (კ) (გოგოლაშვილი 63), ხაბულიანი

მწვრთნელი: დარასელია

ლოკომოტივი (4-2-3-1): მამარდაშვილი, გურეშიძე, სანდოხაძე (ანდრონიკაშვილი 52), გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია, შონია (გავაშელიშვილი 55), იმრანი, კირკიტაძე (შეყილაძე 59), იაკობიძე, სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

მკითხველის კომენტარები / 4 /
ნაციონალების ჯოგია ლოკომოტივი,დინამო თავის ადგილზე მოსვამს
lugo
00:15 04-10-2020
8
ლოკო ახლა ისეთ განწყობაზეა და ისეთი თვითრწმენა გაუჩნდა,რომ მისი დამარცხება საქართველოში,შეუძლებელი მგონია.წარმატებებს ვუსურვებ.
სოსო
23:46 03-10-2020
1

სიახლეები პოპულარული