თბილისის "დინამო" თავდამსხმელებით - სხირტლაძით და კასტროთი გაძლიერდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" თავდამსხმელები დავით სხირტლაძე და კარლოს კასტრო დაიმატა, - ამის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქურმა კლუბმა თავისი "ფეისბუქის" გვერდით გაავრცელა:

"27 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე "დინამოში" ითამაშებს. სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ "ორჰუსში" აქვს გატარებული. თამაშობდა დანიურ "სილკებორგში", სლოვაკურ "სპარტაკ ტრნავაში", ლატვიურ "რიგასა" და პოლონურ "არკაში". ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში. დავით სხირტლაძემ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა, რის შემდეგაც მხარეები მომავალი თანამშრომლობის საკითხს განიხილავენ.

Sportall.Ge

ჩვენმა კლუბმა ასევე შეთანხმებას მიაღწია ესპანელ ფორვარდ კარლოს კასტროსთან, რომელიც "დინამოს" ღირსებას მომავალი
წლიდან 2022 წლის ბოლომდე დაიცავს. 25 წლის თავდამსხმელი ხიხონის "სპორტინგის" აღზრდილია და ამავე კლუბის შემადგენლობაში არაერთი სეზონი აქვს გატარებული. "სპორტინგთან" ერთად კარლოს კასტროს ლა ლიგაში 51 მატჩი აქვს ჩატარებული და 11 გოლი გატანილი. კარლოს კასტრო ასევე "ლუგოს", "ელჩეს" და "მალიორკას" ღირსებას იცავდა. მას ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებშიც უასპარეზია".

მკითხველის კომენტარები / 9 /
თავმოყვარე ფეხბურთელი ამ გუნდში არ მოვიდოდა ფარერებთან 1-6 შემდეგ.
georgian
08 ოქტომბერი 2020 18:40
1
მაგარია!!
აწი 6:2 -ს წააგებთ!!
buba
08 ოქტომბერი 2020 16:39
0
და აზრი? მოიგებენ ჩემპიონატს მერე ევროთასებამდე ერთი თვით ადრე 12 ფეხბურთელს მწვრთნელიანად გაუშვებენ ჭაობის გუნდებში. მოყრიან დაშლილი ტორპედოდან ან ჩიხურადან ან თელავიდან საქართველოს ჩემპიონატის დონისთვისაც დაბალი დონის ფეხბურთელებს. თავზე წაამატებენ პაპუა ახალი გვინეიდან ერთ და ბრაზილიის სერია დ - დან ერთი ორ კაცს და გაგვათახსირებენ ევრო ტურნირებზე. რამდენჯერ უნდა ვნახოთ ეს სანტა ბარბარა? მე 20 წელია ამას ვხედავ უკვე
იბერია
08 ოქტომბერი 2020 16:15
0
რომ არც რცხვენიათ თან!
გადასარევი გიორგი
08 ოქტომბერი 2020 02:19
1
რა აზრი აქვს მომავალი წლიდან რაღაც ახალი სისტემით ჩატარდება საკვალიფიკაციობი და როგორც ამბობენ აზრი არ აქვს ევროპა ლიგაზე ვეღარ მოვხვდებით , ლიგაზე ხო ოცნებაც ზედმეტია , დაგაგვიანდა ბატონო რომაააააან !!!!!
bejo
08 ოქტომბერი 2020 01:31
1
ეროვნული ლიგის ჩემპიონი დაიწყებს ისევ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან , წესით.
თორნიკე
08 ოქტომბერი 2020 16:51
0
Rip
Xvicha
07 ოქტომბერი 2020 23:48
2
ანუ მაინც აგრძელებენ არსებობას , როგორც ფეხბურთის გუნდი და ისევ დინამო ერქმევა, სამწუხაროა. საინტერესო იქნება ერთ საღამოს ჩემს მეგობრებთან ერთად გეთამაშათ უბნის სტადიონზე , იქნებ მერე მაინც დაგენებებინათ თავი
giggs
07 ოქტომბერი 2020 23:17
4
ეს ის დინამოა?
ადრე საფეხბურთო კლუბი რომ იყო?
ლაშა
07 ოქტომბერი 2020 23:13
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული