შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მე-13 ტურის ერთბაშად 5 შეხვედრა გადაიდო. აფიშით გამორჩეული 'დინამო არენაზე' გასამართი თბილისური დერბი იყო, სადაც თბილისის "დინამოს" მეტოქე "საბურთალო" უნდა ყოფილიყო.
მიუხედავად ამისა, 14:30 საათზე სამტრედიაში ძალიან პრინციპული შეხვედრა გაიმართება. ადგილობრივი გუნდი თელავს უმასპინძლებს და უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვებას შეეცდება. 12 ტურის შემდეგ, სამტრედიელები 12 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფებიან, აღოსავლური კლუბის აქტივში კი 14 ქულაა და სატურნირო ცხრილში მე-6
აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ქართული ფეხბურთის ქომაგის ყურადღების ეპიცენტრში გორი უნდა აღმოჩნდეს. "თენგიზ ბურჯანაძის" სახელობის არენაზე "დილა" "ჩიხურას" უმასპინძლებს. გორელები საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და თეორიულად, პირველ ადგილზე გადასვლის შანსი აქვთ, საჩხერელთა შემთხვევაში კი ჯერჯერობით ყველაფერი კატასტროფულად მიმდინარეობს.
სათამაშო დღეს ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "მერანის" დაპირისპირება დაასრულებს. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.