ეროვნული ლიგის მე-13 ტურში "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე "მერანს" 1:0 სძლია.
გამარჯვების გოლი მასპინძელთა მცველმა კასრაძემ კომპენსირებულ დროში გაიტანა, როდესაც საჯარიმოდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დაასწრო და თევდორაძის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
"ტორპედო" 16 ქულით მე-6 ადგილზეა და 28 ოქტომბერს თბილისში "დინამოს" შეხვდება.
"მერანი" კი 5 ქულით კვლავ აუტსაიდერია და 26 ოქტომბერს "დილას" უმასპინძლებს.
ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - მერანი (თბ) 1:0
გოლი: კასრაძე (90+2)