"ლოკომოტივისა" და თბილისის "დინამოს" მატჩი ვირუსის პრევენციის გამო გადაიდო

AutoSharing Option
18 ოქტომბერს, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცამეტე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანზე, თბილისის "ლოკომოტივი" და თბილისის "დინამო" დაპირისპირება უნდა გამართულიყო.

კოვიდ ინფიცირებულთან მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების შესაძლო კონტაქტის გამო, შესაბამისი სტრუქტურების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ვირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშული მატჩის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისური კლუბების დაპირისპირება 8 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მუდმივ კონტაქტშია შესაბამის სტრუქტურებთან და ეროვნული ჩემპიონატის მატჩები ჩვეულ რეჟიმში, ყველა არსებული რეგულაციის დაცვით გაიმართება.

erovnuliliga.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
კაი რა რაღაც სისულელეებს იგონებენ რამდენჯერ გადაიდო დინამო თბილისთან დაკავშირებით შეხვედრა? ეს უკვე მარაზმია უბრალოდ მე ვფიქრობ ეშინიათ თამაშის და გულშემატკივრების და იგონებენ რაღაცეებს წინა ტურშიც ხო გადადეს? სანაქებო დინამო სირცხვილია, ეს ჩემპიონატი კი არ არის არამედ ბალაგანია და თუ მე არასწორ აზრს ვაფიქსირებ მაშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წაგება ჩაუთვალოს იმ გუნდს რომლის მიზეზითაც გადაიდო თამაში, ხომ ჩაუთვალეს წაგება აი დიდ გუნდს ნაპოლის, ესე გააკეთონ აქაც
ბეღურა
17:55 18-10-2020
3
კაით რა...ბოლოს დარჩება მეტოქეს სამი მატჩი მოსაგები ჩემპიონობისთვის რომელსაც ,,მოიგებს,, აქით მივდივართ ხომ?!
ბათუმის ფანი
17:13 18-10-2020
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული