2 გაძევება, 3 პენალტი - "თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-12 ტურის გადადებულ მატჩში თბილისის "დინამომ" "საბურთალო" 3:1 დაამარცხა.

"დინამომ" თავიდანვე შეუტია, პაპავას დარტყმული ბურთი ცარიელი კარიდან ცნობილაძემ გამოიტანა, შემდეგ კი სამი უპასუხო გოლი გაუტანეს კუპატაძეს. 41-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა პაპავას და "დინამო" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

მეორე ტაიმში "საბურთალომ" კაცნაკლულ მეტოქეს შეუტია, ორი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელთაგან მარგველაშვილმა ერთი გამოიყენა და დამარცხდა.

თბილისის "დინამო" ლიდერ ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩება და თან 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, "საბურთალო" კი 20
ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა.

28 ოქტომბერს თბილისის "დინამო" "ტორპედოს" უმასპინძლებს, ხოლო "საბურთალო" იმავე დღეს გასვლაზე "თელავს" დაუპირისპირდება.

თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ) - საბურთალო 3:1
გოლები: 1:0 ნ. ქავთარაძე (12, პენ), 2:0 პაპავა (21), 3:0 ნ. ქავთარაძე (40), 3:1 მარგველაშვილი (71, პენ)
გაძევება: პაპავა (41)
გამოუყენებელი პენალტი: მარგველაშვილი (90+7)

დინამო (თბ) (4-4-2): კვასხვაძე, მონხილი, კობოური, ბენიო, ქიმაძე, იაშვილი (ტრუბოჩკინი 73), ქარდავა, კუხიანიძე (მექვაბიშვილი 60), პაპავა (კ), ნ. ქავთარაძე, პერნამბუკო (ორშულა 81)

მწვრთნელი: ჩისკო

საბურთალო (4-2-3-1): კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), გრიგალაშვილი (ნაზარე 83), კაკუბავა, ცნობილაძე (გოჩოლეიშვილი 46), ტერა, ალთუნაშვილი, ბუმალი, ბ. ქავთარაძე (მაჭარაშვილი 59), გულიაშვილი

მწვრთნელი: კორღალიძე

მკითხველის კომენტარები / 1 /
მეორე გაძევებული ვინაა?
Alexandre
10:11 24-10-2020
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6