ეროვნული ლიგის მე-14 ტურში თბილისის "მერანისა" და "დილას" მატჩი 0:0 დასრულდა.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, განსაკუთრებით, შეხვედრის დასასრულს შეუტიეს - 78-ე წუთზე კოვტალიუკმა თავურით გაიტანა კიდეც, მაგრამ მსაჯმა თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა, ხოლო 90+4-ე წუთზე უკრაინელმა თავდამსხმელმა ხელსაყრელი პოზიციიდან კარს ააცილა ბურთი.
"დილა" 24 ქულით მესამე ადგილზეა და 3 ნოემბერს თბილისის "დინამოს" უმასპინძლებს, "მერანმა" კი ბოლო ადგილს თავი დააღწია და 4 ნოემბერს სტუმრად "სამტრედიას" დაუპირისპირდება.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
მერანი (თბ) - დილა 0:0
მერანი (თბ) (4-1-3-2): თევდორაძე (კ), გაფრინდაშვილი, ნუსუევი, თევზაძე, ვასაძე, კახელიშვილი, შარიქაძე (გეწაძე 78), კაკაშვილი, დათუნაიშვილი, სარდალიშვილი (მახარობლიძე 86), ხაბულიანი (ბოლქვაძე 57)
მწვრთნელი: დარასელია
დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, მაისაშვილი (კ), სანტოსი, იენდეუნტი, სილვა, ეტოუ, ნონდი (შალიკაშვილი 88), მარკოზაშვილი, მადინგა (კოენი 77), ლექვთაძე (სპანდერაშვილი 70), კოვტალიუკი
მწვრთნელი: სოლოღაშვილი