"დინამოში" თამაში დინამოელობას არ ნიშნავს - ფანები მოთამაშეებს შეხვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის "დინამოს" ფანკლუბ "ელიტის" წარმომადგენლები გუნდის ფეხბურთელებს "საბურთალოსთან" გამართული მატჩის შემდეგ შეხვდნენ და აღნიშნული შეხვედრის კადრები სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" გაავრცელეს.

კადრებში ჩანან "დინამოს" მოთამაშეები, ხოლო ფანებს სახე დამალული აქვთ, თუმცა მათი ხმა კარგად ისმის:

"დინამოში" თამაში დინამოელობას არ ნიშნავს. "საბურთალოსთან" მოგებით გამოსწორდება ყველაფერი? ოპტიმიზმი ჩვენც გვაქვს... საქართველოს ჩემპიონობაა თამასა?!"

თბილისის "დინამო" წლევანდელ ევროტურნირებს "კლაკსვიკთან" 1:6 მარცხის შემდეგ გამოეთიშა. დედაქალაქელები ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის სატურნირო ცხრილში მეორე პოზიციაზე არიან და ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

25:&Itemid=254" target="_blank">alt2 გაძევება, 3 პენალტი - "თბილისის "დინამომ" "საბურთალოს" სძლია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 18 /
არაფერი პრობლემა არ მოგვარდება მაგით! პრობლემა ხომ ყველამ ვიცით სადაცაა? ვისაც ხმა აქ ამოსაღები , ისენი ხმას ვეღარ იღებენ და ჩვენ ტყულად ვწვალობთ! ეხლა მე რომ დავიწყო კბილის დაპლომბვა და პაციენტმა და მისმა ნათესავებმა მთხოვონ რომ , კარგად დავუპლომბო, და მეც შევპირდე რაც შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ თქო, და მერე აღმოჩნდება რო თურმე აზრზე არ ვყოფილვარ, ხომ იქნება მერე ჩემი ბრალი , არაპროფესიონალიზმის და დილეტანტიზმის გამო??? / იგივეა რა , არ იცის და არც უნდა მაგაზე მეტის კეთება , ზღვარია ეგ დინამო ჩემო მეგობრებო, მაგაზე მეტი ეგ გუნდი ვერ გახდება ვერასოდეს ამ მმართველების ხელში. ამ ფეხბურთელებს კიდე გინდ ისე დაელაპარაკე და გინდ ბიბლიაზე დააფიცე, კაცს არ შეუძლია 90 წუთში დაფაროს 12-14 კმ, არ შეუძლია სწორი გადაწყვეტილების მიხება წამებში მოედანზე, არ აქ ტექნიკა და არ შეუძლია ინდივიდუალურად შემგვთავაზოს რამე და ტყულად აწვალებთ მაგ ხალხს, რაც შეუძლიათ იმას აკეთებენ, თორე რა რომელიმე მათგანს არ უნდა ლიგაზე გასვლა? შეუძლიათ და შეგნებულად ვერ გადიაან? ან რომელიმე მათგანს შეუძლია სასწაულად თამაში და გვიმალაავს ? თუ რა ვერ გავიგე. ამ ბიჭებს არ შეუძლიათ იმაზე უკეთ აკეთონ ეს საქმე როგორც ეხლა აკეთებენ თორე რომ შეეძლოთ , არცერთი არ გაჩერდებოდა მაგ არაპერსპექტიულ გარემოში, მე მაინც ფიფიას ვადანაშაულებ, მაგის ბრალია, ასეთი ტალანტები ისე გაუშვა უფასოდ ( ჩალის ფასად) რო შეეძლო კარგი გუნდია კათება ისეთის რომ ევროპზე უპრობლემოდ რომ მოხვდებოდა, ჰა გაუშვა ნინუა და სადააა ეხლა ხეხავს სკამს და კაცმა არ იცის როდის გახდება ძირითადის ფეხბურთელი, ან თუ გახდება კიდე ეგეც საკითხავია, იჯარით თუ არ გაუშვეს მეორე ლიგის გუნდში, თან ყველა ტალანტი ვინც წავიდა საზღვარგარეთ , ყველა საშინელი ტრამვიანი აღმოჩნდა , ეს იმას ნიშნავს რომ დინამოს აკადემიას რაღაც არაპროფესიონალიზმის სუნი ასდის, ვერა მანდ რაღაც ისე, თორე ტრამვიანი როგორ გამოვიდა??/ არ ჩერდებაო არავინო რომ დაიწუწუნა, ვინ გაგიჩერდება გუნდში როცა ყველამ იცის რო ნება არაა იმის და მზაობა რომ გუნდი მოხვდეს ევროპაზე, და ამას ხედავენ და მოუნდებათ წასვლა აბა დებილები ხომ არ არიან ? წავლენ აბა რას იზამენ!
Vasili
17:57 28-10-2020
0
დინამოში ფეხბურთელი რო მოგყავს ვინმე უნდა ფიქრობდეს ის დინამოს გამოადგება თუ არა, უკვე მოყვანილს მერე ვეღარ გადააკეთებ.დინამომ 3 თამაში ხო ჩაატარა ევრო ტურნირზე რომელი იყო ამ სამი თამაშიდან ნორმალური, ვთქვათ ტირანასთან 0-2 ან უელსში მოგებული 1-0 ისიც ბოლო წუთზე პენალტით ბოლოს კი ფარერებზე 1-6 ფინალი იყო ამ ყველაფრის,პირველივე ტირანასთან წაგებულ 0-2 თამაშში ჩანდა რო ამ შემადგენლობას მეტი არ შეუძლია, განცხადებები კი ისმოდა რო შანსი უნდა მივცეთო სანამ 1-6 არ წააგეს ალბათ ამას გულისხმობდნენ ისიც ნახევრად სამოყვარულო გუნდთან.ახლა გამოსავალი ჩემი აზრით დინამოსთვის ის არის რო ვინმემ ფეხბურთელები ვისაც კლუბში ეს ევალება სწორად შეარჩიოს, ან აკადემიას დაეყრდნონ ბოლომდე და ახალგაზრდებს კიდევ მეტი ყურადღება და შანსი მიცენ.სელექციაში აქთ პრობლემა რით ვერ მიხვდნენ აქამდე. არავის არაფერს ვადრი მაგრამ შახტარის მაგალითზე მინდა ვთქვა, არცერთ მოყვანილ ფეხბურთელებში ისინი არასდროს შემცთარან.გადმოიღონ ვინმეს მაგალითი ან დააკვირდნენ და შეისწავლონ როგორ მუშაობენ სხვა კლუბებში იგივე შახტარში ან ყარაბახში.გასაგებია რო შახტარის ფინანსები დინამოზე გაცილებით მეტია მაგრამ ასეთ შემთხვევაში ისეთი ლეგიონერის ჩამოყვანას რომელიც კლუბს ვერ აძლიერებს, ჯობია რო აკადემიის ახალგაზრდებს მისცე კიდევ უფრო მეტი შანსი ის უფრო სარგებელ მოუტანს კლუბს.კვარაცხელია და დავითაშვილი ისე წავიდნენ დინამოდან ისინი ვერც თამაშში გამოიყენეს და ვერც ფინანსური მოგება ნახა კლუბმა,არადა ცხვირ წინ ყავდათ.
ziko
15:43 28-10-2020
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6