ეროვნული ლიგის მე-14 ტურში "თელავმა" და "საბურთალომ" ქულები გაიყვეს - 1:1.
მატჩი დაძაბული გამოდგა და კომპენსირებულ დროში შეხლა-შემოხლისთვის მსაჯმა სამი ფეხბურთელი გააძევა.
"საბურთალო" 21 ქულით მე-4 ადგილზეა და 3 ნოემბერს "ლოკომოტივს" შეხვდება, ხოლო 16 ქულით მე-6 პოზიციაზე მყოფი "თელავი" იმავე დღეს თბილისში "ჩიხურას" დაუპირისპირდება.
თელავი. "კავკასიონი არენა"
თელავი - საბურთალო 1:1
გოლები: 0:1 მარგველაშვილი (8), 1:1 რუხაძე (16)
გაძევება: მ. ბაშელეიშვილი (90+3), რუხაძე (90+6), ლ. კუპატაძე (90+6)
თელავი (3-4-3): სანიკიძე, მაგრაქველიძე, ბერიაშვილი (კ), დიმიტროვსკი, ძოწენიძე, ბაჩიაშვილი, მ. ბაშელეიშვილი, ნ. ბაშელეიშვილი, მოისწრაფიშვილი (სამუშია 73), რუხაძე, პოღოსიანი (ჯიქია 75)
მწვრთნელი: გოცირიძე
საბურთალო (4-2-3-1): ლ. კუპატაძე, მალი, მარგველაშვილი (კ), გრიგალაშვილი, კაკუბავა, მაჭარაშვილი (ნაზარე 86), ტერა, ალთუნაშვილი, ბუმალი, ქავთარაძე, გულიაშვილი (დ. კუპატაძე 90+9)
მწვრთნელი: კორღალიძე