"საჭმლის ფულიც აღარ გვქონდა და სახლებში წავედით" - "ტორპედოს" ფეხბურთელებმა ვარჯიშზე უარი თქვეს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოში" სიტუაცია ბოლო 2 სეზონია სრულიად არეულია და სამწუხაროდ, ვერა და ვერ დალაგდა.

გუნდი, რომელსაც მიმდინარე ეროვნული ლიგის ბოლო ტურებში საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა, ისევ დაშლის პირასაა - ფეხბურთელებმა საწვრთნელ პროცესზე უარი თქვეს და სახლებში დაბრუნდნენ.

როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, ფაბიო მანინოს კლუბში მოსვლის შემდეგ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. ჯერ ფეხბურთელებს ხელფასები გაუნახევრა და შემდეგ ამ განახევრებულსაც კი არ უხდიდა სრულად და თავის დროზე.

აღსანიშნავია, რომ იტალიელმა ინვესტორმა გუნდის წევრებს შეკვეცილ ხელფასებზე დათანხმება ამ პირობით აიძულა: თუ არ დათანხმდებით, არც
ძველ ხელფასებს გადაგიხდითო...

მოთამაშეებს არასრული ხელფასები კვირების დაგვიანებით ერიცხებოდათ, ფაბიო კი სულ იტყუებოდა: დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ. წყაროს ცნობით, საუბარიც კი არასდროს ყოფილა პრემიების შესახებ - არც მოგებაზე, არც დადებით შედეგზე...

ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ კლუბის ბაზაზე საკვების ფულიც აღარ იყო და ფეხბურთელებმა სახლებში წასვლა გადაწყვიტეს.

როგორც წყარო აცხადებს, მოთამაშეები დავალიანების სრულად დაფარვამდე გუნდში დაბრუნებას არ აპირებენ და ყველა ფეხბურთელი ერთ პოზიციაზეა.


მკითხველის კომენტარები / 28 /
სახლში წადით რა ყვარყვარეს ჯარი ხართ?ეხ ბიჭებო ვერ წარმოიდგენთ ამას რა გულისტკივილით ვწერ მაგრამ თქვენ რა ფეხბურთელებიც ხართ იმნაირ გუნდშიც თამაშობთ
zaza
07 ნოემბერი 2020 23:03
2
რაია ბიძია მიგატოვათ ფაბიომ? იჯექით და იგლახავეთ ახლა.
ქქუთაისი უღრან ტყეში
31 ოქტომბერი 2020 20:44
1
იგივე რომ არ მოხდეს, უნდა დაისაჯოს ვინც აქამდე მიიყვანა საქმე.
ქუთაისელი
31 ოქტომბერი 2020 19:48
0
ეხლა ამათ საჭმლის ფულზეც სახელმწიფომ იდარდოს თუ რა უნდათ?
რატომ უნდა უხდიდეს ხელფასებს პროფესიონალ ფეხბურთელებს სახელმწიფო? ( ანუ ჩვენ, გადასახადების გადამხდელი მოქალაქეები). ფეხბურთის ფონდის ფულით თუ სტადიონები და არენები აშენდება კი ბატონო, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელის ხელფასში რატომ უნდა მიდიოდეს გადასახადების გადამხდელის, ანუ ჩემი ჯიბიდან ამოღებული ფული?
გიორგი
31 ოქტომბერი 2020 13:04
0
ტორპედოს 3 მილიონი აქვს დავალიანება და აბა სხვა ვინ ისურვებდა შეძენას თუ არა აფერისტი? ეს ყველამ იცოდა, მაგრამ რაღაცნაირად იმედს ებღაუჭებოდნენ ქუთაისლები. სააქციო საზოგადოება რო შეიქმნას ვალის დაფარვას მაინც ყველას მოსთხოვენ. მოკლედ ტორპედო სულს ღაფავს. ერთი გამოსავალია ალბათ მაქსიმალურად უნდა გაიფილტროს ეს დავალიანება, ყველა ორგანიზაცია უნდა ჩაერთოს ამაში ვისი ვალიც აქვს ტორპედოს და ყველა ყოფილი ფეხბურთელი ასევე, ეს იქნება კეთილი ნება ამ ხალხის, ტორპედოს გადასარჩენად, მერე უფრო მოუნდეს იქნებ ვინმეს ყიდვა.
ბასკი
31 ოქტომბერი 2020 12:07
1
ჩემო ირაკლი.
ვალდებულება კი არა კანონით უნდა იყოს განსაზღვრული (თუკი საჭიროებაზე მისდგა საუბარი)რომ 1-2-3 ლიგის კლუბები განეკუთვნებიან "მხოლოდ პროფესიონალური ლიგის სტატუსს" შესაბამისად პროფესიონალური ლიგის სტატუსის მატარებელი შეიძლება იყოს "არამომგებიანი სააქციო საზოგადოებები" რომელთაც აქციონერთა დიდი ოდენობა აფინანსებს ( მინიმუმ 1000 აქციონერი) კომერციული სააქციო საზოგადოებები და კომერციული ფირმები, არავითარი ააიპ და სახელმწიფო შპს აქ არ უნდა არსებობდეს.
სახელმწიფომ რეზულტატების წახალისების გარდა არცერთ სხვა რაიმე დაფინანსებას არ უნდა მიჰბაძოს ამ პროფესიონალურ ლიგებში.სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს ბავშვთა აკადემიები,მათი ინფრასტრუქტურა და ის რაც ზრუნვას განეკუთვნება.
გამოაცხადონ რომ მომავალი წლიდან უმაღლეს ლიგაში იქნება იმდენი კლუბი, რამდენიც გარანტირებულად წარადგენს მინიმუმ 3 მილიონი ლარის ბიუჯეტს და მისი შესრულების მექანიზმებს, მეორე ლიგაში 2 მილიონის ბიუჯეტი, ხოლო მესამეში კი 1.5 მილიონის ბიუჯეტი. ჰოდა ყველა იქ მოხვდება სადაც ფული ეყოფა. შემოიღონ ფინანსური მაჩვენებლებით მონაცვლეობის პრინციპი, რომ თუკლი ეს ორი კლუბის ნება იქნება ადგილები გაცვალონ 1-3 ლიგას შორის,ან 1-2 ლიგას შორის. ასეთები იქნება 1-2 წელიწადი და ისიც ერთეულები, მაგრამ სამაგიეროდ ფულიანები დალაგდებიან მათი შესაძლებლობების მიხედვით, მერე კი ერთმანეთს გაეჯიბრებიან.
სხვა გზა არ არსებობს. იქნება 7 კლუბი უმაღლესი ლიგისათვის? იყოს 7, იქნება 17? იყოს 17, ასე უფრო ადვილად ჩამოყალიბდება სისტემა ვიდრე ბიუჯეტის ფულით კერძო კომერციული კომპანიების ფინანსირებით.
რაც შეხება სამოყვარულო ფეხბურთს, ის უნდა იყოს 1 ლიგით, 20 კლუბით და 300 000 დაფინანსებით წელიწადში თითო კლუბზე. ეს რეგიონებში ცხოვრებას გამოაცოცხლებს და ამით ღირს ამ ფულის ხარჯვა, მათ შორისაც გამოჩდებიან ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდები.
jango
30 ოქტომბერი 2020 18:42
4
მე რო წელებზე ფეხს ვიდგამ და ვმუშაობ, ჩემი ხელფასიდან საშემოსავლოს რო ვიხდი, იმით რატო უდნა ფინანსდებოდეს ეს გუნდები? რო პროსტა ბურთი აგორაონ და გაიხარონ ბიჭებმა? თუ რატო? ერთი მიზეზი გაქვთ? რამე შედეგი დაუდიათ ოდესმე? კომერციულად მომგებიანები არიან? თუ რატო უნდა იყოს სახელმწიფოს (ანუ ჩემი, თქვენი და ყველას) კისერზე ჩამოკიდებული ქართული ფეხბურთი. ვალდებულებაა რო პროფესიონალური ლიგა გვქონდეს? ფეხბურთია ეს? სირცხვილი არ არი.
ირაკლი ჟორჟოლიანი
30 ოქტომბერი 2020 18:02
5
სად არის ეხლა ის kutaiseli რო იმუქრებოდა დინამო თბილის ამას უზავთ იმას უზავთო? მე მაშინ გიპასუხე თუ გახსოვს:ჯერ გადახტით ჰოპლა მერე დაიძახე მეთქი...
ლ.გიო
30 ოქტომბერი 2020 17:30
8
ვინ არის ხმის ამომღები? ზიან ეხლა შეშინებული და შორიდან ადევნებენ გუნდის დაშლას თვალყურს..უგულავაზე ეთქვათ აბა რომელიმეს ერთი ზედმეტი სიტყვა..
ლორდი
30 ოქტომბერი 2020 22:09
2
გამომიქვეყნეთ კომენტარი, თქვე ქოცებო!
antibneleti
30 ოქტომბერი 2020 16:50
9
მე არ ვიცი და არც წერენ ჩვენ ფეხბურთელებს რამდენი აქვთ ხელფასი, მარა მსოფლიოში რომ სასწაულად გაიქცა ფეხბურთელების ანაზღაურება ეს ცხადია, ფეხბურთელს ჩემი აზრით და ისიც კარგს უნდა ქონდეს ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმი X 3, აბა ბიძიებო ნეიმარს და სხვებს მილიონები ქონდეს და მაგ.კოსმონავტს რომელიც სიოცოცხლეს წიორავს 1 მილიონსაც არ აძლევდნენ ესაა სამართალი? ან თუნდაც სხვა კეთილსინდისიერ სპეციალისტს.
ლევანი
30 ოქტომბერი 2020 16:32
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული