სტუმრებმა დებიუტშივე მოახერხეს ორი გოლის გატანა, მეორე ტაიმში თავის მიერვე მოპოვებული პენალტი კი შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ გამოიყენა.
"დინამო" 28 ქულით გალიდერდა და 22 ნოემბერს "სამტრედიას" უმასპინძლებს, ხოლო "დილა" 24 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და იმავე დღეს ბათუმში "დინამოს" შეხვდება.
გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 გაბედავა (5), 0:2 იაშვილი (15), 0:3 სხირტლაძე (83, პენ)
დილა (3-4-3): გუგეშაშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი (კ) (ლექვთაძე 58), სანტოსი (ჩიტეიშვილი 63), სილვა, ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 73), კოენი, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი
მწვრთნელი: სოლოღაშვილი
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური (კ), ქიმაძე, ბენიო, იაშვილი, მექვაბიშვილი (გაგნიძე 72), ქარდავა, კუცია (ორშულა 65), ქავთარაძე, გაბედავა (სხირტლაძე 77), პერნამბუკო
მწვრთნელი: ჩისკო