ეროვნული ლიგა. XIII ტური: სხირტლაძე თბილისის "დინამოს" ჩემპიონობისკენ წინ მიუძღვის [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩში თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" 2:0 დაამარცხა.

"დინამო" უპირატესობას არ ფლობდა, მაგრამ გადამწყვეტი როლი დინამოელთა გამარჯვებაში გუნდში ახლახან გადასულმა დავით სხირტლაძემ ითამაშა, რომელმაც დუბლი შეასრულა. შეგახსენებთ, მან 3 ნოემბერს "დილასთან" შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი. მოკლედ, "დინამომ" დაიმატა ფეხბურთელი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.

თბილისის "დინამო" 31 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ ბათუმის "დინამოს" 5 ქულით გაექცა, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და შედარებით ადვილი კალენდრის გათვალისწინებით, ოქროს მედლების მოპოვების კარგი შანსი აქვს.

"ლოკომოტივი" 22 ქულით  მე-4 ადგილზე
დარჩა და 22 ნოემბერს სტუმრად "თელავს" დაუპირისპირდება.

თბილისი."მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 სხირტლაძე (77), 0:2 სხირტლაძე (83)

ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია, შონია, იმრანი (კობახიძე 84), თ. კირკიტაძე (დ. კირკიტაძე 86), გავაშელიშვილი (იაკობიძე 75), სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კლოუსტერი, კობოური (კ), ქიმაძე, ბენიო, მექვაბიშვილი (ზარია 75), ქარდავა, კუცია (კაპანაძე 83), სხირტლაძე, პერნამბუკო (შულაია 71)

მწვრთნელი: ჩისკო

მკითხველის კომენტარები / 5 /
დღეს ნაც სექტა ლოკომოტივს დაანახა დინამომ თავის ადგილი,,მწვრთნელი რომელიც ერევან არარატისგან ჯერ კიდევ სუნით დადის და ნაც ხემძღვანელობა წითელი ფერით ლოკომოტივის კუთვნილ ადგილზე დააბრძანეს..ბრავო დინამო,ჩემპიონია დინამო,,
ლორდი
22:32 08-11-2020
27
მართლა სირცხვილია და კატასტროფაა იმ შედეგების, შემდეგ რაც ევროპაზე აჩვენა დინამომ მისი ჩემპიონობა. მდაა რა დონეზე ვართ ...
მეზარბაზნე
20:57 08-11-2020
7

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6