ეროვნული ლიგის მე-13 ტურის მატჩში თბილისის "დინამომ" "ლოკომოტივი" 2:0 დაამარცხა.
"დინამო" უპირატესობას არ ფლობდა, მაგრამ გადამწყვეტი როლი დინამოელთა გამარჯვებაში გუნდში ახლახან გადასულმა დავით სხირტლაძემ ითამაშა, რომელმაც დუბლი შეასრულა. შეგახსენებთ, მან 3 ნოემბერს "დილასთან" შეხვედრაშიც გამოიჩინა თავი. მოკლედ, "დინამომ" დაიმატა ფეხბურთელი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მატჩის ბედის გადაწყვეტა.
თბილისის "დინამო" 31 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ ბათუმის "დინამოს" 5 ქულით გაექცა, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და შედარებით ადვილი კალენდრის გათვალისწინებით, ოქროს მედლების მოპოვების კარგი შანსი აქვს.
"ლოკომოტივი" 22 ქულით მე-4 ადგილზე დარჩა და 22 ნოემბერს სტუმრად "თელავს" დაუპირისპირდება.
თბილისი."მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - დინამო (თბ) 0:2
გოლები: 0:1 სხირტლაძე (77), 0:2 სხირტლაძე (83)
ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია, გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, გაბაძე, უბილავა (კ), დარცმელია, შონია, იმრანი (კობახიძე 84), თ. კირკიტაძე (დ. კირკიტაძე 86), გავაშელიშვილი (იაკობიძე 75), სიხარულიძე
მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კლოუსტერი, კობოური (კ), ქიმაძე, ბენიო, მექვაბიშვილი (ზარია 75), ქარდავა, კუცია (კაპანაძე 83), სხირტლაძე, პერნამბუკო (შულაია 71)
მწვრთნელი: ჩისკო