ეროვნული ლიგა. XV ტური: თბილისის "დინამომ" "დილას" დამაჯერებლად სძლია და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის "დინამომ" გასვლაზე "დილას" 3:0 მოუგო.

სტუმრებმა დებიუტშივე მოახერხეს ორი გოლის გატანა, მეორე ტაიმში თავის მიერვე მოპოვებული პენალტი კი შეცვლაზე შესულმა სხირტლაძემ გამოიყენა.

"დინამო" 28 ქულით გალიდერდა და 22 ნოემბერს "სამტრედიას" უმასპინძლებს, ხოლო "დილა" 24 ქულით მესამე ადგილზე დარჩა და იმავე დღეს ბათუმში "დინამოს" შეხვდება.

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

დილა - დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 გაბედავა (5), 0:2 იაშვილი (15), 0:3 სხირტლაძე (83, პენ)

დილა (3-4-3): გუგეშაშვილი, ხურცილავა, მაისაშვილი (კ) (ლექვთაძე 58), სანტოსი (ჩიტეიშვილი 63), სილვა,
ეტოუ, ნონდი, მარკოზაშვილი (მადინგა 73), კოენი, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი

მწვრთნელი: სოლოღაშვილი

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე, კობოური (კ), ქიმაძე, ბენიო, იაშვილი, მექვაბიშვილი (გაგნიძე 72), ქარდავა, კუცია (ორშულა 65), ქავთარაძე, გაბედავა (სხირტლაძე 77), პერნამბუკო

მწვრთნელი: ჩისკო

მკითხველის კომენტარები / 9 /
დილამ რა კარგად დაიწყო სეზონი.სად არიან გაგნიძე,გორგიაშვილი, ბიძინაშვილი& ყველაფერი სამტრედიასთან საეჭვო თამაშების შემდეგ აერია სიტუაცია ნემსაძეს.ეტყობა გუნდში ცუდი მდგომარეობაა,ნემსაძე კი სამჯერ წავიდა და დაბრუნდა.დილა ოთხეულშიც ვერ მოხვდება.
tato
10:38 04-11-2020
0
დილა,კლაკსვიკის 9 ნომერი კლეკსკარდი მოიყვანეთ,დინამოს 3-3 გოლს გაუტანს.პ.ს.(დინამოს ყოფილი თავგადაკლული გულშემატკივარი)
ალექსი
22:30 03-11-2020
2

სიახლეები პოპულარული