"ტორპედო" ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს: ჟურნალისტი თავს დაგვესხა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა განცხადება, რომელშიც მედიის მხრიდან კლუბისა და მისი ინვესტორის მიმართ განხორციელებულ "თავდასხმაზე" არის საუბარი.

კლუბის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან საწყენი და უსიამოვნო ფაქტია ადგილობრივი მედიისგან მიიღო თავდასხმა კლუბისა და მისი უცხოელი ინვესტორის წინააღმდეგ ისეთი ჟურნალისტის მიერ, რომელიც მალავს წყაროს. ჩვენ წავიკითხეთ ტყუილი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია, რომელიც არ იყო გადამოწმებული ან დადასტურებული თავად კლუბის მიერ.

ეთიკის კოდექსი მთელ მსოფლიოში ავალდებულებს ინფორმაციის ყველა მხარესთან გადამოწმებას, თუმცა ამ შემთხვევაში არავის უკითხავს ოფიციალურად რამდენად შეესაბამებოდა ანონიმურ განცხადებაზე დაყრდნობით რამდენიმე
მედია საშუალებაში გამოქვეყნებული ინფორმაცია სინამდვილეს. ზოგადად ასეთ ქცევას ეწოდება ცილისწამება.

მხოლოდ იმიტომ, რომ დადგა საჭიროება, ვალდებულად ვთვლით შეგატყობინოთ, რომ კლუბის ყველა ფეხბურთელს ჩარიცხული აქვს სრული ხელფასი, ისინი უზრუნველყოფილი არიან კვებით და ვარჯიშობენ ჩვეულ რეჟიმში.

ინვესტორი არასოდეს დამუქრებია რომელიმე ფეხბურთელს. იგივე ინვესტორი ყოველთვიურად რიცხავს დაფინანსებას კლუბში, რისთვისაც კლუბი მადლობელია.

ვიმედოვნებთ, რომ ეს სავარაუდო ანონიმური ფეხბურთელები, როგორც სტატიაში მოიხსენიება, არ წარმოადგენენ ამ კლუბს, რადგან ასეთი ქცევა ლახავს კლუბის ღირსებას. და თუ მართლა არსებობენ, ნამდვილად არ იმსახურებენ აქ თამაშს - ისინი არ იმსახურებენ თამაშს ამ კლუბის სახელისთვის, არ უნდა ატარებდნენ ამ კლუბის ფერებს, რადგან ჩვენ არ ვცნობთ ცილისმწამებლებს ჩვენს გუნდში.

ასეთ რთულ დროს ჩვენ გვჭირდება მეომრები და ერთობა, რომ ნებისმიერი ბრძოლა მოვიგოთ."

აღსანიშნავია, რომ ჩვენს საიტზე 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია, რომელიც ქუთაისის "ტორპედოში" არსებულ პრობლემებს შეეხებოდა. თუ განცხადების ავტორები სწორედ ამ სტატიას გულისხმობენ, რაშიც ეჭვი გვეპარება, რადგან 8 დღე ამ ტექსტის მომზადებას არ დასჭირდებოდა და თან იმ სტატიაში სრული სიმართლე ეწერა (კლუბის აზრით, თუ რაიმე ინფორომაცია ტყუილი თუ იყო, მითუმეტეს 8 დღე რეაგირებისთვის საჭირო ნადმვილად არაა), ვთხოვთ კლუბს, განცხადებაში მიუთითონ, თუ რომელი გამოცემის რომელ სტატიას გულისხმობენ, რათა, იმ შემთხვევაში თუ საუბარი ჩვენს საიტზე გამოქვეყნებულ ტექტს შეეხება, სათანადო პასუხი გავცეთ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ალბათ ისევ დამბლოკავთ,მაგრამ მაინც ვეცდები...
ყველას გვახსოვს მერაბ ჟორდანიას პერიოდი,მერე როცა ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი იყო დაკავებული ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობის გამო,რა ამბავი ატეხეს( ნუ,ეს იმ 9 წლიანი "რეჟიმის" დროს ხდებოდა).ე.წ. ქურდული სამყარო ახალ რეჟიმთან ერთად ფართო ნაბიჟებით შემობრუნდა ისევ საქართველოში,ხოლო მათი ენით რომ ვთქვათ-"ფუტბოლში" თავის ემისარები-კალაძე,კობიაშვილი,ყაველაშვილი,ავლინეს.სახელმწიფო ბიუჯეტიდან 300 მილიონიც "აითვისეს",ვითომ უცხოელი ინვესტორებიც ჩამოიყვენეს(ფულის გასათეთრებლად).
უბედურება კი იმაშია რომ ეს ყველაფერი მარტო "ფუტბოლში" კი არ ხდება.შეხედეთ რა მდგომარეობაა ჭიდაობის,რაგბის,კალათბურთის თუ ძიუდოს ფედერაციებში...ყველგან მოძველბიჭო ტიპაჟები,თავის ჩაცუცქული საძმაკაცოთი...
წერეთ ეხლა ერთ იტალიელზე და იყავით,კარგად იცით სად არის პრობლემა ჩამარხული,მაგრამ არ გაწყობთ სიმართლეს რომ თვალში შეხედოთ.
Joker
11:40 17-11-2020
0
კი მაგრამ ქუთაისში ნუთუ ვერ მოინახა ისეთი ადამიანი რომელიც ნათელს მოფენდა ყველაფერს იმას რაც ქუთაისის ტორპედოში ხდება. სირცხვილია უკვე მეორე წელია ქუთაისის ტორპედო არეულია და კიდევ არაფერია გარკვეული.
Isidore
07:04 09-11-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული