ეროვნული ლიგა. XVI ტური. ბათუმის დინამომ ახალ სტადიონზე გამარჯვება იზეიმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ბათუმის ახალ სტადიონზე ჩატარებულ პირველ მატჩში ადგილობრივმა "დინამომ" „დილა“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები უპირატესობას თავიდანვე დაეუფლენ, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს, 41-ე წუთზე მელიავას საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხელზე ლაცაბიძეს მოხვდა, პენალტი კი ჯიღაურს ჩოჩიშვილმა აუღო.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა და ნიქაბაძემ ახალ სტადიონზე პირველი გოლი გაიტანა - შეცვლაზე შესული გონსალვესის ნაკუთხურალ ბურთს თავით მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. შემდეგ დინამოელთა ნახევარმცველმა ტეიდმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მისი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის
წინ ეტოუმ კი გაიტანა საპასუხო გოლი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და "დინამომ" გაიმარჯვა.

ამ მოგებით ზღვისპირელებმა 29 ქულა დააგროვეს და ლიდერ თბილისის „დინამოს“ 2 ქულით ჩამორჩებიან, ხოლო "დილა" 24 ქულით მესამე ადგილზე დარჩა.

ბათუმი. "ბათუმი არენა"
დინამო (ბთ) - დილა 1:0
გოლი: ნიქაბაძე (68)
გამოუყენებელი პენალტი: ჯიღაური (41)
გაძევება: ტეიდი (78)

დინამო (ბთ) (4-1-2-3): ალავიძე (კ), ნავალოვსკი, კობახიძე, მელიავა, გაგოშიძე, ტეიდი, გაფრინდაშვილი (გონსალვესი 68), ჯიღაური (შერგელაშვილი 68), მანჯგალაძე, გაფრინდაშვილი, ნიქაბაძე (ცინცაძე 90)

მწვრთნელი: გეგუჩაძე

დილა (3-5-2): ჩოჩიშვილი, ლაცაბიძე, ხურცილავა (კ), სანტოსი, ჩიტეიშვილი (სპანდერაშვილი 53), ეტოუ, იენდეუნტი, ცეცხლაძე (ჭანტურია 89), კოენი (ლექვთაძე 58), გაგნიძე, კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოჩაღ მსაჯს, კარგი თამაში მოიგო.
v
22 ნოემბერი 2020 15:00
1
მე მომეჩვენა თუ გაზონი უკეთესის სურვილს ტოვებს?
hhh
22 ნოემბერი 2020 13:15
0
სტადიონი კარგია, მაგრამ რა საცოდავი სახეებით დგანან გამოსასვლელად ფეხბურთელები
batumi
22 ნოემბერი 2020 12:59
0
დაღუპა დილა ნემსაძემ!წელსაც ევროპის გარეშე დატოვა გორი და ამ კაცს ნაკრებზე აქვს პრეტენზია.ვაი სირცხვილო!
rezi
22 ნოემბერი 2020 10:51
1
საბოლოო შედეგები:
1. დინამო თბილისი
2. დინამო ბათუმი
3. ლოკომოტივი
4. საბურთალო

დანარჩენს აზრი აღარ აქვს

ემზადეთ ახალი სეზონისათვის
დინამო თბ ჩემპიონია
22 ნოემბერი 2020 02:29
3
ლამაზი სტადიონი,ნაღდი საფეხბურთო გარემო...ეხლა ეს მომესმა თუ მართლა საბჭოთა კავშირის და რუსეთის ჰიმნი შესრულდა ნამატჩევს????თუ რა იყო ეს?
ჰაჰაჰაჰაააა
22 ნოემბერი 2020 01:48
3
გილოცავთ ბათუმლებო შესანიშნავი სტადიონი გაქვთ ღირდა ცდა,,,,,მომავალ წელს ჩემოიოთა ლიგაზე თუარა ევროპა ლიგაზე გასვლა მომელოცოს,,,,ეგეთი სტადიონი გვინდა ქუთაიში, გორში, ფოთში თელავში და ყველა იმ ალაქში სადაც ფეხბურთი უყვართ ალამაზებს ფეხბურთს ლამაზი სტადიონი
qutaiseli
22 ნოემბერი 2020 00:25
0
გორელი იქნები მსაჯობით რომ ხარ უკმაყოფილო. ვინმეს ხომ უმდა დააბრალო. არ მოეწონა გაგაის მსაჯობაი
.......
21 ნოემბერი 2020 21:34
9
სამარცხვინო მსაჯობის წყალობით მოპოვებული დაუმსახურებელი გამარჯვება
gaga
21 ნოემბერი 2020 21:02
7
Gaga როგორ შეამჩნიე მსაჯი საღოლ შენ.. აწე იმედია სტადიონსაც შეამჩნევ შეგვიფასებ და იმას მოგვილოცავ რაც გვახარებს..
ცნობისთვის მსაჯობის შეცდომები შენისთანა გულშემატკივრის ბრალია ბათუმლებმა წინა სეზონის ბოლოს კარგი გაკვეთილი მივიღეთ მსაჯისგან.. ასე რომ მიმავალი ყვითელი ავტობუსიდნ რო დაინახავთ წელიწადში ერთხე თამაშს პროფესორები ნუ გახდებით!
ჩორნა
22 ნოემბერი 2020 11:11
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6