"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში საჩხერის "ჩიხურამ" გასვლაზე თბილისის "მერანი" ძალიან დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა- 2:1.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა მე-4 წუთზე გასხსნეს - რევაზ გეწაძის ჩაწოდებული ბურთი კარში დავით ბოლქვაძე გადაგზავნა, ბეგაშვილს ბურთის მოგერიებამდე ცოტა დააკლდა... პირველი ტაიმი "მერანმა" 1:0 მოიგო.

53-ე წუთზე "ჩიხურამ" წონასწორობა აღადგინა - წიქარიძემ მეკარის ბაქანში მყოფ ბუხაიძეს გაუკეთა პასი, ეს უკანასკნელი შემოტრიალდა და - 1:1.

გამარჯვების გოლი კი საჩხერელებს ძალიან ლამაზი გამოუვიდათ - ჯავაშვილმა საჯარიმოში წიქარიძეს დაუგორა, თენგიზმაც მოხდენილი მარცხენათი ბურთი თევდორაძის კარის მარჯვენა კუთხეში ჩასვა
- 2:1.

ბოლო წუთებზე მასპინძლებს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა გიორგი ბეგაშვილმა "ჩიხურას" მოაგებინა. კიპერმა ჯერ ფიფიას ჯარიმა მოიგერია, შემდეგ ახლო მანძილიდან დარტყმულ 2 ბურთსაც გაუმკლავდა და თავის გუნდს უპირატესობა შეუნარჩუნა.

ამ გამარჯვებით "ჩიხურამ" 9 ქულა დააგროვა და ეროვნული ლიგის ცხრილში მე-9 პოზიციას იკავებს, "მერანი" კი 6 ქულით ბოლო, მე-10 ადგილზეა და "პლეი-აუტში" მოხვედრისათვის უკანასკნელ 2 ტურში მინიმუმ 4 ქულა სჭირდება, ისიც თუ "ჩიხურა" ორივე მატჩს წააგებს.


თბილისი, მიხეილ მესხი 2

მერანი  - ჩიხურა 1:2


1:0 დავით ბოლქვაძე (4), 1:1 გიორგი ბუხაიძე (53), 1:2 თენგიზ წიქარიძე (69)
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვულოცავ ჩიხურას გამარჯვებას ეს გამარჯვება ჰაერივით ჭირდებოდა გუნდს წინ დიდი ბრძოლები ექნებათ გადასატანი ერთ მუშტად უნდა შეიკრან და დაამტკიცონ თავისი შესაძლებლობები
ჩიხუ ფან
12:28 23-11-2020
0
ცხრილი როდინდელია!
თენგაბი
17:10 22-11-2020
0

სიახლეები პოპულარული