ეროვნული სეზონის ყველაზე დრამატული მატჩი - კაცნაკლულ ბათუმელთა "ქამბექი" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 30 ნოემბერს, "სამტრედიამ" ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა და სეზონის ყველაზე დრამატული მატჩის ვიხილეთ, რომელშიც კაცნაკლულმა ბათუმელებმა 93-ე წუთზე იმარჯვეს.

25-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში მამუკა კობახიძემ იმნაძე წააქცია, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა. ხოლო სამტრედიელთა მცველმა ლაშა თოთაძემ პენალტი ზუსტად შეასრულა და ანგარიშიც გახსნა. პირველი ნახევარი იმერლებმა 1:0 მოიგეს.

63-ე წუთზე მასპინძლებმა დაცვაში შეცდომა დაუშვეს, გაფრინდაშვილის ჩაწოდებული ბურთი ნიქაბაძემ მახვილგონივრულად გაატარა და ჯიღაურს გატანა არ გასჭირვებია - 1:1.

შეხვედრის არბიტრის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე ლაშა შერგელაშვილმა ზუსტად ჩაუწოდა ვლადიმერ
დვალიშვილს და ვეტერანმა ფორვარდმა ბათუმელებს გამარჯვება მოუტანა - 2:1.

30 ნოემბერი, სამტრედია

სამტრედია- ბათუმის დინამო 1:2

გოლები: 1:0 თოთაძე (26), 1:1 ჯიღაური (63), 1:2 დვალიშვილი (90+2).

"სამტრედია"-  სეფიაშვილი, კილასონია, სამბუ, თოთლაძე, რუხაია, პავისიჩი (თარგამაძე, 75), კოჭლაძე (კერძევაძე, 63), ინკუმი, იმნაძე, ნატან ჯუნიორი და ახალკაცი (დიეგო დიზი, 58). 

"დინამო" - ალავიძე, შერგელაშვილი, გაგოშიძე, კობახიძე, მელიავა, ჯიღაური (თევდორაძე, 88), ცინცაძე, მამუჩაშვილი, გაფრინდაშვილი, ნოგუეირა (ჩალაძე, 77), ნიქაბაძე (დვალიშვილი, 69).

სამტრედიელები 16 ტურის შემდეგ 19 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფებიან. რაც შეეხებათ ბათუმელებს, ისინი 32 ქულით მე-2 ადგილს იკავებენ.

მომდევნო მატჩს "სამტრედია" 5 დეკემბერს, დინამო "თბილისთან" გამართავს, ხოლო ბათუმის "დინამო" ამავე რიცხვში "ტორპედოს" ესტუმრება.  

alt"ლოკომოტივმა" ბათუმში "დინამოს" თამაში შემოუტრიალა და მესამე ადგილზე აღზევდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული