"ჩიხურამ" თბილისის "დინამოს" სენსაციურად სძლია - ჩემპიონობისთვის ბრძოლა გამწვავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში "ჩიხურამ" მოულოდნელად თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა.

საჩხერელებმა დაცვითი სტრატეგია აირჩიეს, კონტრშეტევებზე მომენტები გამოიყენეს და გაიმარჯვეს. რაც შეეხება "დინამოს", გოლის გატანის შესაძლებლობები ხელიდან გაუშვეს და უახლოეს მდევარ ბათუმის "დინამოს" 2 ქულით უსწრებს.

თბილისის "დინამოს" 2 მატჩი დარჩა - 5 დეკემბერს "სამტრედიას" უმასპინძლებს, 10 დეკემბერს კი - თბილისის "მერანს". ბათუმის "დინამოსაც" 2 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი - 5 დეკემბერს ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება, ხოლო 10 დეკემბერს "ჩიხურას" საკუთარ მოედანზე დაუხვდება.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ჩიხურა - დინამო (თბ) 2:0
გოლები: 1:0 კახაბრიშვილი
(17), 2:0 კიკაბიძე (85)

ჩიხურა (4-3-2-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კამლაძე, კაშია (კ), ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, ბასტრონი, გვაზავა, კახაბრიშვილი (ჯაფიაშვილი 84), წიქარიძე (კიკაბიძე 77), ბუხაიძე (დეკანოიძე 62)

მწვრთნელი: თურმანიძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე (კ), კობოური, მონხილი, ბენიო, ქიმაძე (ზარია 46), იაშვილი, მექვაბიშვილი (კაპანაძე 55), პაპავა, ქავთარაძე, პენამბუკო (შულაია 63), სხირტლაძე

მწვრთნელი: ჩისკო

მკითხველის კომენტარები / 5 /
ამ წაგებით მაინც უნდა მიხვდნენ დინამოში პრობლემები რო აქვთ,ფეხბურთელებით დაწყილი მწვრთნელით დამთავრებული,რა ფეხბურთელები თამაშობენ დინამოში ამას როგორ ვერ ხედავენ გასაკვირია,ან მწვრთნელი რომელსაც ლიცენზია არ აქვს და ქართულ საუკეთესო კლუბში მუშაობს,თვითგვემას ეწევიან ჩემდა გასაკვირად აუხსნელია,თუ გინდა გახდნენ ჩემპიონები ამით მათი პრობლემები არ მოგვარდება.
ziko
16:47 02-12-2020
0
ბუხა სუკეთესო იკო
Cixu
09:09 01-12-2020
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6