ეროვნული ლიგის მე-17 ტურში "ჩიხურამ" მოულოდნელად თბილისის "დინამო" 2:0 დაამარცხა.
საჩხერელებმა დაცვითი სტრატეგია აირჩიეს, კონტრშეტევებზე მომენტები გამოიყენეს და გაიმარჯვეს. რაც შეეხება "დინამოს", გოლის გატანის შესაძლებლობები ხელიდან გაუშვეს და უახლოეს მდევარ ბათუმის "დინამოს" 2 ქულით უსწრებს.
თბილისის "დინამოს" 2 მატჩი დარჩა - 5 დეკემბერს "სამტრედიას" უმასპინძლებს, 10 დეკემბერს კი - თბილისის "მერანს". ბათუმის "დინამოსაც" 2 შეხვედრა აქვს ჩასატარებელი - 5 დეკემბერს ქუთაისში "ტორპედოს" დაუპირისპირდება, ხოლო 10 დეკემბერს "ჩიხურას" საკუთარ მოედანზე დაუხვდება.
თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ჩიხურა - დინამო (თბ) 2:0
გოლები: 1:0 კახაბრიშვილი (17), 2:0 კიკაბიძე (85)
ჩიხურა (4-3-2-1): ბეგაშვილი, მაჩაიძე, კამლაძე, კაშია (კ), ჯავაშვილი, ჩიკვაიძე, ბასტრონი, გვაზავა, კახაბრიშვილი (ჯაფიაშვილი 84), წიქარიძე (კიკაბიძე 77), ბუხაიძე (დეკანოიძე 62)
მწვრთნელი: თურმანიძე
დინამო (თბ) (4-2-3-1): კვასხვაძე (კ), კობოური, მონხილი, ბენიო, ქიმაძე (ზარია 46), იაშვილი, მექვაბიშვილი (კაპანაძე 55), პაპავა, ქავთარაძე, პენამბუკო (შულაია 63), სხირტლაძე
მწვრთნელი: ჩისკო