მატჩის 28-ე წუთზე ბუმალის გადაცემით გულიაშვილმა ისარგებლა და სტუმრებმა ანგარიში გახსნეს.
მასპინძლებმა მალევე უპასუხეს, გოლი ლაცაბიძემ გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ტაბატაძემ "საბურთალო" კიდევ ერთხელ გაიყვანა წინ - 2:1.
მატჩის 46-ე წუთზე კოჰენმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. თბილისელები მესამედ ქავთარაძემ 58-ე წუთზე დააწინაურა.
გორელებმა მე-3 გაშვებული ბურთიდან 1 წუთში კვლავ შეძლეს გათანაბრება. გოლი ეტოუმ გაიტანა.
მატჩის 72-ე წუთზე მიკოლა კოვტალიუკმა პენალტი ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 4:3.
1-ლი დეკემბერი, გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა - საბურთალო 4:3
გოლები: 0:1 გულიაშვილი (28), 1:1 ლაცაბიძე (33), 1:2 ტაბატაძე (45+2), 2:2 კოჰენი (46), 2:3 ქავთარაძე (58), 3:3 ეტოუ (59), 4:3 კოვტალიუკი (72).
"დილა" - ჩოჩიშვილი, ალეფი (ჩიტეიშვილი, 65), იუნტუნტიე, ხურცილავა, ეტოუ, ლაცაბიძე, მარკოზაშვილი, მადინგა (სპანდერაშვილი, 46), გაგნიძე, ლექვთაძე (კოჰელი, 46), კოვტალიუკი.
"საბურთალო" - კუპატაძე, გრიგალაშვილი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ჭიჭინაძე (გოჩოლეიშვილი, 74), ცნობილაძე, ალთუნაშვილი, ალვინი (ნონიკაშვილი, 82), გულიაშვილი, ბუმალი (ქავთარაძე, 46), ტაბატაძე.
ამ გამარჯვებით "დილამ" მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და თუ ბოლო ტურში "ლოკომოტივს" დაამარცხებს, კონფერენს ლიგის საგზურსაც მოიპოვებს. "საბურთალომ" კი ევროტურნირებზე ასპარეზობის შანსი დაკარგა.