მატჩის პირველი ტაიმი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა. სტუმრებმა უპირატესობა მატჩის დებიუტშივე მოიპოვეს და ობოაბონამ თავისი გუნდი დააწინაურა.
ბათუმელებმა ანგარიშში სხვაობა 31-ე წუთზე გაზარდეს - ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მასპინძლებმა ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. გოლი ადამაძემ გაიტანა.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა და სტუმრებმა შეძლეს და გაიმარჯვეს.
ბათუმელები ბოლო ტურის წინ მე-2 ადგილზე იმყოფებიან და როგორც მინიმუმ მომდევნო ტურის შემდეგ ვიცე ჩემპიონის ტიტულს მოიგებენ, მაგრამ შესაძლოა, ქვეყნის ჩემპიონიც გახდნენ, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ "დინამო თბილისი" მერანთან დამარცხდება, ხოლო "ბათუმის დინამო" "ჩიხურას დაამარცხებს.
ქუთაისი. "რამაზ შენგელია"
ტორპედო - დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 0:1 ობოაბონა (11), 0:2 ცინცაძე (31), 1:2 ადამაძე (45+1)
ტორპედო (4-2-3-1): შოვნაძე, ტაბატაძე (კ), ადამაძე, მირცხულავა, ნადარაია, ფურცხვანიძე (შარვაშიძე 67), ჯანელიძე, ივანიშვილი (იონანიძე 78), ტუღუში (გოგუაძე 70), ციცქიშვილი, ფანცულაია
დინამო (ბთ) (4-3-2-1): ალავიძე (კ), ჩალაძე, გაგოშიძე, ობოაბონა, მელიავა, მანჯგალაძე (ჯიჯავაძე 90+2), ცინცაძე, მამუჩაშვილი, ჯიღაური, გონსალვეში (თევდორაძე 72), ნიქაბაძე (დვალიშვილი 72)