"დილამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა და ევროტურნირზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში "დილამ" სტუმრად "ლოკომოტივი" 2:1 დაამარცხა.

მესამე ადგილისათვის მატჩი მაღალ ტემპში წარიმართა და პირველ ტაიმში ლაცაბიძის ჩაწოდებულ ბურთს მაისაშვილმა შეროზიას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მეორე ტაიმის დასაწყისში სპანდერაშვილის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე გურეშიძეს მოხვდა, პენალტი კი კოვტალიუკმა გამოიყენა. მან ჩემპიონატზე მეათე გოლი გაიტანა. თან, გურეშიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და "ლოკო" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

კაცნაკლული დედაქალაქური გუნდი არ შედრკა, უპირატესობას დაეუფლა და სიხარულიძემ თავურით ანგარიში შეამცირა. ეს ამ სეზონში ეროვნულ ლიგაზე მისი მეცხრე გოლი იყო. დარჩენილ
დროში "ლოკო" ბევრს უტევდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ამ გამარჯვებით გორულმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და ევროტურნირზე გავიდა, ხოლო "ლოკომოტივმა" ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - დილა 1:2
გოლები: 0:1 მაისაშვილი (18), 0:2 კოვტალიუკი (52, პენ), 1:2 სიხარულიძე (61)
გაძევება: გურეშიძე (51)

ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია, კაპანაძე (ქველაძე 57), გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, უბილავა (კ), შონია, იმრანი, ძებნიაური, თ. კირკიტაძე (კობახიძე 87), გავაშელიშვილი (შეყილაძე 82), სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, ლაცაბიძე, ხურცილავა, მაისაშვილი (კ), ჩიტეიშვილი, ეტოუ, ნონდი (ცეცხლაძე 65), მარკოზაშვილი (ლექვთაძე 65), გაგნიძე, სპანდერაშვილი (კოენი 72), კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე
მკითხველის კომენტარები / 6 /
გუნდს ფრეც ყოფნიდა და ეს კაცი გინდათ ნაკრების მწვრთნელად:)
გოგა
13:16 11-12-2020
1
ვულოცავ დილას გამარჯვებას და ევროთასებზე გასვლას.გია ნემსაძემ მართლაც კარგად იმუშავა.ამავე დროს,ძალიან დამწყვიტა გული,ლოკომოტივის ევროთასების ზონის მიღმა დარჩენამ.მათ წელს, იმხელა სიამოვნება და სიხარული გვაჩუქეს,ისე კარგად ათამაშდნენ,შემოდგომის თამაშებში,რომ დარწმუნებული ვიყავი,შეძლებდნენ მომავალ წელსაც გასვლას და უკვე იმისიც მჯეროდა,რომ მიღებული გამოცდილება და თავისი თავის რწმენა,მომავალ სეზონშიც ძალიან დაეხმარებოდათ,მაგრამ არ გამოუვიდათ.წინა კაცი,უკანა კაცის ხიდიაო და დაე სხვებმა აიტაცონ ესტაფეტა.ლოკომოტივმა გვიჩვენა,რომ შეგვიძლია ღირსეული გამოსვლა და ახლა, სხვებმაც უნდა დაამტკიცონ,იგივე.
სოსო
11:56 11-12-2020
1

სიახლეები პოპულარული