"დილამ" "ლოკომოტივი" დაამარცხა და ევროტურნირზე გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში "დილამ" სტუმრად "ლოკომოტივი" 2:1 დაამარცხა.

მესამე ადგილისათვის მატჩი მაღალ ტემპში წარიმართა და პირველ ტაიმში ლაცაბიძის ჩაწოდებულ ბურთს მაისაშვილმა შეროზიას კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. მეორე ტაიმის დასაწყისში სპანდერაშვილის დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე გურეშიძეს მოხვდა, პენალტი კი კოვტალიუკმა გამოიყენა. მან ჩემპიონატზე მეათე გოლი გაიტანა. თან, გურეშიძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, გააძევეს და "ლოკო" რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.

კაცნაკლული დედაქალაქური გუნდი არ შედრკა, უპირატესობას დაეუფლა და სიხარულიძემ თავურით ანგარიში შეამცირა. ეს ამ სეზონში ეროვნულ ლიგაზე მისი მეცხრე გოლი იყო. დარჩენილ
დროში "ლოკო" ბევრს უტევდა, მაგრამ მეტი გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ამ გამარჯვებით გორულმა გუნდმა მესამე ადგილი დაიკავა და ევროტურნირზე გავიდა, ხოლო "ლოკომოტივმა" ტურნირი მეოთხე ადგილზე დაასრულა.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ლოკომოტივი - დილა 1:2
გოლები: 0:1 მაისაშვილი (18), 0:2 კოვტალიუკი (52, პენ), 1:2 სიხარულიძე (61)
გაძევება: გურეშიძე (51)

ლოკომოტივი (4-2-3-1): შეროზია, კაპანაძე (ქველაძე 57), გურეშიძე, ანდრონიკაშვილი, უბილავა (კ), შონია, იმრანი, ძებნიაური, თ. კირკიტაძე (კობახიძე 87), გავაშელიშვილი (შეყილაძე 82), სიხარულიძე

მწვრთნელი: ჭიაბრიშვილი

დილა (3-4-1-2): გუგეშაშვილი, ლაცაბიძე, ხურცილავა, მაისაშვილი (კ), ჩიტეიშვილი, ეტოუ, ნონდი (ცეცხლაძე 65), მარკოზაშვილი (ლექვთაძე 65), გაგნიძე, სპანდერაშვილი (კოენი 72), კოვტალიუკი

მწვრთნელი: ნემსაძე
მკითხველის კომენტარები / 6 /
დაეტყო ნემსაძის ხელი დილას. წარმატებები გორელებო. იმედია მხოლოდ დინამოში არ ჩაყრიან ფულს და სხვა ქართულ გუნდებსაც დაეხმარებიან რომებსაც უფრო აქვთ პოტენციალი.
Nick
22:47 10-12-2020
4
ვულოცავ ბიჭებს. კიდევ ერთი მაგალითი, რომ ფულს თუ ხარჯავ წარმატება მოდის. კაი გაგებით, ხელფასი, პრემია, კ არგი პირობები და ა.შ.
ლაშა
21:48 10-12-2020
3

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2020
#
გუნდი
12
7
4
1
16
25
14
6
6
2
14
24
14
2
10
2
1
16
13
4
4
5
-6
16
11
0
6
8
-17
6
14
1
3
10
-24
6