რომან ფიფია: აუცილებლად გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის უკანასკნელ ტურში თბილისის "დინამომ" "მერანი" 3:0 დაამარცხა და მეთვრამეტედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. ამ ფაქტს კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია გამოეხმაურა:

"დინამო" ჩემპიონია! დინამოს ყველა გულშემატკივარს ვულოცავ მე-18 ტიტულს.

წელს განსაკუთრებულად რთული სეზონი გამოდგა, რასაც კოვიდ-პანდემიით გამოწვეული პრობლემებიც დაერთო, თუმცა ერთად დგომით დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ და კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ "დინამო თბილისი" საქართველოს საუკეთესო კლუბია. იყო ბევრი პრობლემა, რასაც ევროთასზე განცდილი ფიასკოც დაემატა. ამ ყველაფერს ჩვენი გუნდი ბოლომდე აანალიზებს და ჩემი მხრიდან დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი სეზონისთვის "დინამო"
უფრო ძლიერი დაბრუნდება და აუცილებლად გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს.

მინდა ყველას მადლობა ვუთხრა დღევანდელი შედეგისთვის, გაზონის მომვლელიდან დაწყებული, სამწვრთნელო შტაბით დამთავრებული. ერთად ყოფნით ჩვენ უფრო მეტს მივაღწევთ. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის ჩვენ გვერდითაა და ეს გამარჯვება პირველ რიგში მათ ეძღვნებათ. მადლობა გუნდის თითოეულ ფეხბურთელს, რომელმაც ბოლომდე ირწმუნა საკუთარი შესაძლებლობების და დღევანდელ ტრიუმფამდე მოვიდა. "დინამო თბილისი" ჩემპიონია!", - წერს რომან ფიფია კლუბის საიტზე.

მკითხველის კომენტარები / 54 /
ფიფია!მერამდენე წელია რომ გულშემატკრივებს,იგივე გულშეღონებულებს გრანდიოზული დაპირებებით გვგკვებავ?გუნდი "ყ" კლასად აქციე,"ყ" კლასის გუნდთან გაფარჩაკ-განადგურდით და ახლა დაგვცინი კიდეც,გაგახარებთო?ის რაც გუნდის საუცხოო პირობების შეასაქმნელად გააკეთე ამისთვის მადლობა,მაგრამ გუნდისთვის სიკეთე თუ გინდა და ჩვენი გახარება,შენ სასწრაფოდ უნდა დატოვო თბილისის დინამო,ს ა ს წ რ ა ფ ო დ.
ზასტაველი
11 იანვარი 2021 12:03
0
საქართველოს ჩემპიონობა:):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):)):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):)::):):):)::):):)::):):):):):):):):):):)::):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):):)::):):)
lasha
11 დეკემბერი 2020 20:50
1
ნათელაშვილის უფრო მჯერა:)სამწუხაროდ:(
ჯიმა
11 დეკემბერი 2020 20:39
0
დინამოს ლამაზი სიტყვები კი არ გააძლიერებს,მოქმედება საჭირო ევროტურნირებამდე და ეს ზამთარშივე უნდა მოხდეს,უკვე ევროტურნირები რო მოახლოვდება მაშინ კი არ უნდა დაიწყონ გაძლიერებაზე ფაფხური.დინამოში სერიოზულად არის ცვლილებები საჭირო შემადგენლობის მხრივ,ამ შემადგენლობას არანაირი შანსი არ აქვს თუ სხვა სახეები არ გამოჩნდნენ მორიგი 0-5-თები და 1-6-ები ელის დინამოს.
ziko
11 დეკემბერი 2020 20:29
0
როცა ერთი ადგილი არ გაქვს ცრუ დაპირებებს ნუ იძლევი!!!!!! რაღაც "თასს" მოიგებთ აჯერებთ თავს მთები გადადგით თითქოს, გახვალთ ევროპაში და ჭ კლასის გუნდები გაფარჩაკებენ!!! ევროპულ სარბიელზე გასვლის წინ გუნდი რომ არ უნდა დაშალოთ და ჩააბაროთ მეორადი ნაწილებივით სხვადასხვა ჩემპიონატებში და გუნდებში დიდი ფილოსოფია უნდა ამას?!!! სულ ფეხებზე დავიკიდებდი ვის მოიყვანდი გუნდში ხელმძღვანელებად, მარტო შენი ბიზნესი და სახელს რომ აბანძებდეთ!!!!! ქვეყანა გაასაზიზღრეთ და დაამცირეთ თქვენი გამოსვლებით ევროპაში!!! ნეტა პირველივე ტურიდან გამოვარდნილიყავით ასე ხომ არ გაბანძდებოდით!!! ისინი არიან მეთევზეები და თქვენ გყავს ფეხბურთელები?!!
ლერი
11 დეკემბერი 2020 20:20
1
პოლიტიკასი წადი, იქაა შენი ადგილი
მიშა
11 დეკემბერი 2020 20:05
2
ფიფია ჯერ ფარერებში საშვილიშვილოდ გარჭობილი 6:1 გამოიძრე. თუ ვერა და მოგვყიდე ხალხს "დინამო" თბილისი და შენს ცხოვრებას მიხედე!
უნივერსალი
11 დეკემბერი 2020 20:02
1
იმდენი ..............!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! გაიგე?
დ.დ.
11 დეკემბერი 2020 19:54
0
ფიფია კი არა, ფოკუსნიკი უნდა გერქვას შენ, ფოკუსნიკი და უტიფარი კიდო, თუმცა ეს მეორე რას ნიშნავს?, მაი შენს მეტმა არავინ იცის...
კ ო მ ბ ლ ე
11 დეკემბერი 2020 16:28
1
ამას ან ნატურში მაგრად აკლია, ან დაპირების მეტი არაფერი უსწავლებიათ... თან როგორ იკრიჭება, ფიფია შე მასხარა შენა, იქნებ გვითხრა, სარკის წინ დაყენებულ სიფატს რას უშვრები სიმონ?!!
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
11 დეკემბერი 2020 16:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული