ფინანსური ვალდებულებების დასაფარად "ტორპედოს" ვადა 28 დეკემბრამდე მისცეს

AutoSharing Option
17 დეკემბერს სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის დასკვნითი სხდომა გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავისი საიტით ავრცელებს:

"ლიცენზირების პროცესში მონაწილეობა მიიღო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ში მოასპარეზე 46-მა საფეხბურთო გუნდმა და ქალთა ლიგის 14-მა საფეხბურთო გუნდმა.

სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილებით, კლუბების ლიცენზირების დებულებებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესრულების საფუძველზე ლიცენზია მიიღო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ის 35 მა საფეხბურთო გუნდმა. ასევე 9 ქალთა ლიგაში მოასპარეზე
გუნდმა.

რაც შეეხება ზემოთხსენებულ ლიგებში მონაწილე 16 საფეხბურთო გუნდს, კომიტეტის მიერ უარი ეთქვა დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება კლუბებს მიმდინარე წლის 18 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

ს.კ. ქუთაისის „ტორპედოს“ კლუბის ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ დარჩენილი ფინანსური ვალდებულებების დასაფარად განესაზღვრა მიმდინარე წლის 28 დეკემბერი. აღნიშნული ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კლუბს ავტომატურად შეუჩერდება ლიცენზია გასაჩივრების უფლების გარეშე".

მკითხველის კომენტარები / 6 /
რით ვერ გადაეცით ტორპედო მანინის და რით ვერ დამთავრდა ამ გუნდის პრობლემა.მარტო დინამოს რო აქცევთ ყურადღებას გახდება ჩემპიონი საკვალიპიკაციო თამაშებში ტაქსის მძღოლები და მეთევზეები გვიგებენ.ჩემპიონატში კონკურენცია არაა.და მიაქციეთ ქუთაისს ყურადღება და დააყენეთ ფეხზე ეს გუნდი.
კახა
12:02 20-12-2020
0
როცა კარგი გუნდი იყო შეგნებულად დაშალეს, ეხლა უნდა გააგდოთ.
ანდრო
20:14 19-12-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული